ავსტრიულ "ბლაუ ვაისთან" და ჩინურ "ჰანჯოუ გრინთაუნთან" ჩატარებული საკონტროლო თამაშების შემდეგ, ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი უკრაინული პრემიერლიგიდან პერშა (რიგით მეორე) ლიგაში დაქვეითებულ "ალექსანდრიას" გაეჯიბრა.
ცნობისთვის, "ალექსანდრია", საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის, დავით თარგამაძის ყოფილი გუნდია.
როგორც "სპარტაკის" პრესსამსახურმა გვაცნობა, გუნდმა თამაშით დაჯაბნა ალექსანდრიელები და თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა.
მე-20 წუთზე ვარლამ კილასონიამ გახსნა ანგარიში, შესვენების შემდეგ კი გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.
იმავე კილასონიასა და შონიას დუბლის
ცხინვალელებმა "ალექსანდრიას" წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: ნადირაძე, ჭაფოძე, ქურდაძე, თვალვაძე, ლემონჯავა, თუხარელი, ხიზანეიშვილი, შონია, კილასონია, ბურძენაძე, მეტრეველი.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: ზუხბაია, დარჩიევი, კაკაშვილი, ხადარცევი, მაქაცარია, ხარაზიშვილი, ნარიმანიძე, კაბისოვი, ხუბეჟოვი, მაქაცარია.
ანთალიურ შეკრებაზე "სპარტაკი" დასკვნით ამხანაგურ მატჩს კვირას, 17 თებერვალს, ბულგარეთის მთავარ ლიგაში მოასპარეზე "მონტანასთან" გამართავს, რის შემდეგაც გუნდი საქართველოში დაბრუნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"