"ზესტაფონის" თავკაც კახა კაჭარავას თავი ბულგარელმა დიმიტარ პეტკოვმაც მოაწონა

AutoSharing Option
ქართული სეზონი 22 თებერვალს, საქართველოს სუპერთასისთვის მატჩით განახლდება, სადაც ტიტულისთვის ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" და თასის მფლობელი "დილა" დაუპირისპირდებიან.

თურქული შეკრებიდან დაბრუნებული "ზესტაფონი" ამ და მომდევნო მატჩებისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე განაგრძობს.

აღსანიშნავია, რომ ფეროელთა ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება. საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლეს გუნდის კაპიტანმა თორნიკე აფციაურმა და კოტდივუარელმა ფორვარდმა ბოტი გოა დემელმა; საწვრთნელ პროცესს კი ჯერ არ დაბრუნებიან თედორე გრიგალაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი.

უკვე იცით, რომ "ზესტაფონში" გააგრძელებენ კარიერას ალჟირელი შემტევი მოჰამედ რეკრუკი და ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი.

სიახლე
კი ის არის, რომ იმერელთა სამწვრთნელო შტაბს თავი ბულგარელმა ნახევარმცველმა დიმიტარ პეტკოვმაც მოაწონა. ეს უკანასკნელი ფეროელებს თურქული შეკრების მიწურულს შეუერთდა.

ყველა ამ ფეხბურთელს "ზესტაფონი" კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაუფორმებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი" სუპერთასის მატჩისთვის ემზადება
როინ კვასხვაძე: განსაკუთრებით რთული გიორგი ლორიასთან კონკურენციაა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული