თურქული შეკრებიდან დაბრუნებული "ზესტაფონი" ამ და მომდევნო მატჩებისთვის მზადებას საკუთარ ბაზაზე განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ფეროელთა ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება. საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლეს გუნდის კაპიტანმა თორნიკე აფციაურმა და კოტდივუარელმა ფორვარდმა ბოტი გოა დემელმა; საწვრთნელ პროცესს კი ჯერ არ დაბრუნებიან თედორე გრიგალაშვილი და რატი წინამძღვრიშვილი.
უკვე იცით, რომ "ზესტაფონში" გააგრძელებენ კარიერას ალჟირელი შემტევი მოჰამედ რეკრუკი და ესპანელი მცველი ორიოლ ლოსანო ფარანი.
სიახლე
ყველა ამ ფეხბურთელს "ზესტაფონი" კონტრაქტს უახლოეს დღეებში გაუფორმებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი" სუპერთასის მატჩისთვის ემზადება
როინ კვასხვაძე: განსაკუთრებით რთული გიორგი ლორიასთან კონკურენციაა