რობერტინიო: თბილისის "დინამოდან" ბაქოს "ინტერში" წასვლა წინგადადგმული ნაბიჯია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოდან" კახა ცხადაძის გაწვრთნილ ბაქოს "ინტერში" გადასული ბრაზილიელი ფეხბურთელი რობერტინიო azerisport.com-ს ესაუბრა.

24 წლის ფეხბურთელმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩემპიონატები ერთმანეთს შეადარა, "დინამოდან" ბაქოს "ინტერში" გადასვლა კი წინგადადგმულ ნაბიჯად შერაცხა.

"ჩემთვის აზერბაიჯანში ყველაფერი ახალია და საქართველოსგან ყველაფერი განსხვავებულია - ფეხბურთელებიც, ჩემპიონატიც და მთლიანობაში, კლუბების დონეც. მომწონს აქ.

მართალია, დიდი ხანი არაა, რაც აზერბაიჯანში ვარ, მაგრამ აქაური ჩემპიონატი უფრო ძლიერია. ეს იმიტომ, რომ აქ ბევრი გუნდია, რომლებსაც მაღალი ადგილებისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ფეხბურთელებიც აქ უფრო ძლიერები თამაშობენ.

ვფიქრობ, "დინამოდან" "ინტერში" გადასვლა ჩემს
კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.

იმედი მაქვს, როგორც ფეხბურთელი, განვითარებას გავაგრძელებ"
, - თქვა რობერტინიომ.

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინის დაწუნებული რობერტინიო კახა ცხადაძემ დაიმატა
რობერტინიო: თბილისის "დინამოში" დარჩენა აღარ მინდოდა, კარგად!
მკითხველის კომენტარები / 4 /
არ იყო ცუდი ფეხბურთელი, მაგრამ ძალიან არასტაბილურად თამაშობდა, ერთ კარგად ჩატარებულ თამაშს სამი ჩაგდებული მოსდევდა. ისე მე არ გავუშვებდი, მაინც საჭირო იყო. აი რაც შეეხება "წინ გადადგმულ ნაბიჯს" და აზერბაიჯანის შედარებით მაღალი დონის ჩემპიონატს, აქ რობერტინიო აშკარად გოთვერნობს და უმადურის და განაწყენებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს,
levani kaxeti
22:06 27-02-2013
0
ნეტა არ აბრახუნებდე რას ტამაშობდი დინამოში,იმიტო გაგაბუნზულეს
vaskulat
21:48 27-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული