ზურაბ მენთეშაშვილი კარიერას რუსთავის "მეტალურგში" გააგრძელებს

AutoSharing Option
რუსთავის "მეტალურგმა" ახალი ფეხბურთელი დაიმატა - 33 წლის ზურაბ მენთეშაშვილი.

ეს ნახევარმცველი რუსთავურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მენთეშაშვილი "მეტალურგამდე" "ზესტაფონის" მოთამაშე გახლდათ, თუმცა შარშან, სეზონის პირველი ეტაპის ბოლოს, "ზესტაფონის" ფეხბურთელები რომ გაიფიცნენ, მენთეშაშვილსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა რიგიანი ვეღარ იყო.

მენთეშაშვილმა პროფესიული კარიერა სწორედ რუსთავურ კლუბში დაიწყო. 90-იან წლებში ამ ქალაქის გუნდს "გორდა" ერქვა.

მენთეშაშვილი ასაკობრივ ნაკრებებში 17 წლიდან თამაშობდა, ეროვნულ გუნდში კი 38 კეპი აქვს მონაგრებული.

"სკონტო", "ალანია", "შინიკი", "ვენტსპილსი" - პოსტსაბჭოთა ქვეყნების შემდეგ მენთეშაშვილი ებრაულ კლუბებში
თამაშობდა, საქართველოში კი შარშანწინ დაბრუნდა.

გამოცდილი მენთეშაშვილი ალბათ მნიშვნელოვნად გააძლიერებს "მეტალურგს", რომელიც ზედა ექვსეულში ვერ მოხვდა და თასის გათამაშებიდან შეეცდება ევროსაგზურის მოპოვებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული