დავით კვირკველია: "ზესტაფონი" ორმაგად გამგელებული ჩამოვა

AutoSharing Option
სუპერთასზე "დილა" და "ზესტაფონი" შეხვდნენ და 9 მარტს, ჩემპიონატის მეორე ეტაპის პირველ ტურშიც ეს გუნდები გადაეყრებიან ერთმანეთს.

ამ მატჩის წინ მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით "დილას" კაპიტან დავით კვირკველიას.

ზედა ექვსეულში ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაიწყებს ესა თუ ის გუნდი ჩემპიონატის მეორე ეტაპს.

მაშ ასე, რას ფიქრობს "ზესტაფონთან" მატჩის წინ გორელთა გუნდის თავი...

- იმისთვის ვემზადებით, რომ ზედა ექვსეული მოგებით დავიწყოთ, სუპერთასზე "ზესტაფონთან" დავმარცხდით და ახლა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია გვსურს.

- სუპერთასის მერე საქართველოს თასის
გათამაშების მერვედფინალი დაძლიეთ, "ზესატფონი" კი პირველლიგელ ლანჩხუთის "გურიასთან" დამარცხდა. როგორ ფიქრობ, ფსიქოლოგიურად ვინ არის უკეთეს სიტუაციაში?
- "ზესტაფონი" პირველლიგელთან კი დამარცხდა, თუმცა "გურიას" შემადგენლობას რომ გადავხედე, აღმოჩნდა, რომ ლანჩხუთელებს ურიგო გუნდი ნაღდად არ ჰყოლიათ.

როგორც უნდა იყოს, "ზესტაფონი" გორში ორმაგად გამგელებული ჩამოვა. ზესტაფონელთა მწვრთნელი კახა კაჭარავაც ალბათ იმას მოსთხოვს ფეხბურთელებს, რომ თასზე ხელმოცარვის შემდეგ თავიანთი შესაძლებლობები ჩვენთან დაამტკიცონ.

- ასეთ პრინციპულ შეხვედრაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე გულშემატკივრის ფაქტორი...
- გულშემატკივრების მხარდაჭერა არა მხოლოდ ამ შეხვედრაში, არამედ ყველა მატჩში საჭიროა. ამ სეზონში "დილას" საშინაო მატჩებზე ოთხი ათასი ქომაგიც კი მოსულა და "ზესტაფონთან" ნაკლებს არ ველოდებით.

- როგორ ფიქრობ, რა თამაშს დაგიპირსპირებთ "ზესტაფონი"?
- ვფიქრობ, "ზესტაფონი" მყისიერ იერიშზე არ გადმოვა, უკნიდან ითამაშებს, კონტრშეტევებზე, სუპერთასზეც ასე მოიქცა.

- "დილა" რას შესთავაზებს სტადიონზე მისულ გულშემატკივარს?
- როგორც ყველა საშინაო შეხვედერაში, შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, თუმცა ყველაფერი მაინც მწვრთნელის გადასაწვეტია, შესაძლოა, ვალდას ივანაუსკასმა რაღაც-რაღაცები შეცვალოს.

- "ზესტაფონთან" ფრეს თუ ითამაშებთ, კმაყოფილი ვერ დარჩებით?
- ვერანაირად, რადგან ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, ზედა ექვსეულში ხომ საუკეთესო გუნდებმა მოიყარეს თავი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს ჩემპიონატის XXIII ტურის წინათქმა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვულოცავ გორელებს დამსახურებულ გამარჯვებას.
rezo
20:41 09-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული