ლევან კაკუბავა და ირაკლი ჩირიკაშვილი "ზესტაფონში" ვარჯიშობენ

AutoSharing Option
"ზესტაფონის" შემადგენლობაში ორი ახალი ფეხბურთელი ვარჯიშობს - ლევან კაკუბავა და ირაკლი ჩირიკაშვილი.

ქართველი გულშემატკივრების წინაშე არც ერთ მათგანს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ 22 წლის კაკუბავა ამპლუით ცენტრალური მცველია და ბოლო სეზონები თბილისის "დინამოში" გაატარა, სადაც პოზიციები მძიმე ტრავმის გამო დათმო.

25 წლის ჩირიკაშვილი კი ნახევარმცველია და მისი ბოლო კლუბი შვეიცარიული "ქსამაქსი" იყო, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო ჩემპიონატიდან მოხსნეს და მისი ფეხბურთელები უქმად დარჩნენ.

"ქსამაქსამდე" ჩირიკაშვილიც დინამოელი იყო და კაკუბავას მსგავსად, დედაქალაქურ კლუბში "ზესტაფონის" ამჟამინდელი თავკაცის, კახა
კაჭარავას
ხელმძღვანელობით უთამაშია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული