უფულობის მწარე სილა

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთი", რომელსაც შეეძლო წლის სენსაცია გამხდარიყო, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა და გუშინ ეროვნულ სტადიონზე "დინამომ" გაგუდა. ფოთელთა მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია გულდაწყვეტილი ამბობს, რომ მცირე ხნის წინათ უფულობით გამოწვეულმა ჩავარდნამ თავი ახლა იჩინა და გუნდს მტკივნეული სილა გააწნა.

"ჩემპიონატი საკმაოდ ნორმალურად დავიწყეთ. თუმცა, მანამდე ძალიან რთულ ვითარებაში ვიყავით, ათი დღე გუნდი არ ვარჯიშობდა და სწორედ ამის შედეგი გამოჩნდა წინა ტურში ბოლნისის "სიონთან" და დღეს "დინამოსთან". ცხადია, პაუზამ ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედა – "დინამო" კი ისეთი გუნდია, ჩავარდნას არ გაპატიებს. პირველ ტაიმს
კიდევ არა უშავდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში გაშვებულმა სწრაფმა გოლმა ცუდად იმოქმედა და გუნდი გაჩერედა. თამაშისთვის ფსიქოლოგიურადაც ვერ მოვემზადეთ. კიდევ კარგი, ფოთის პორტი დაგვეხმარა, რომელთანაც ამ დღეებში ხელშეკრულება გავაფორმეთ. მდგომარეობა მალე უნდ გამოვასწოროთ – ჩემპიონატი და ცხოვრება გრძელდება", - ამბობს შეროზია.

თამაშის დასაწყისში ფოთელთა კატასტროფას ვერავინ წარმოიდგენდა. გუნდი თავს აქტიურად იცავდა და შეტევებს ცდილობდა. თუმცა, მე-9 წუთზე სტუმრები ინანებდნენ კვარაცხელიას დიდი ფეხბურთში ვიზა სწორედ ~კოლხეთში" რომ მისცეს –კოშკაძემ კუთხურს ჩააწოდა და როგორც ჩვევია, გამოცდილი დინამოელი ფოთელთა საჯარიმოში მელიასავით შეიპარა და მეკარის საჯარიმო კუთხიდან კარში ბურთი ზუსტად გააგზავნა – 1:0.

21-ე წუთზე სილაგავამ საჯარიმოს სიახლოვიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ ლორიამ ~დინამო" გადაარჩინა – ეს ფოთელთა ყველაზე სახიფათო შეტევა იყო.

პირველი ტაიმის მიწურულს ვაწაძემ შეცვლა ითხოვა. როგორც შემდეგ გაირკვა, ტრავმამოშუშებულ ფეხბურთელს სერიოზული არაფერი მოსვლია, უბრალოდ, სიფრთხილე გამოიჩინა. ამის გამო, თბილისელთა რიგებში გადაადგილება მოხდა, მაგრამ სქემა უცვლელი დარჩა და მასპინძლებმა შეტევები გააგრძელეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებში ფოთელ მცველებს ლექვთაძე გამოეპარათ, რომელმაც მოჭრილი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა - 2:0. მანვე

მალე კაკუბავას შორეულ გადაცემას ფეხი მოხდენილად დაახვედრა და დუბლი შეასრულა - 3:0.

შეცვლაზე შესულმა მუჯირმა ბედი სცადა და ფოთელთა მეკარეს 25 მეტრიდან გაუტანა – 4:0. ამ ეპიზოდში გიზო შენგელიას სტუმართა გადარჩენა შეეძლო.

"კოლხების" განადგურება ლევან ხმალაძემ დაასრულა: დონალდ ჯუსის გადაცემის შემდეგ მეკარეს, მასთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი თავზე გადაუგდო – 5:0.

ამ გამარჯვებით ~დინამომ" ლიდერებში პოზიცია განიმტკიცა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს, რაც მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ახარებს: "ტრავმირებული რობერტინიო და ფირცხალავა გვაკლდნენ. ვაწაძე კარგა ხანი მკურნალობდა და ველოდი კიდეც, რომ დაიღლებოდა. ასე რომ, უპრობლემოდ ჩვენც არ ვყოფილვართ. ფოთელებს ხელწამოსაკრავი გუნდი არ ჰყავთ და კარგია, დამაჯერებელად რომ მოვიგეთ".


დინამო 5:0 კოლხეთი
1:0 კვარაცხელია (9. კოშკაძის პასით), 2:0 ლექვთაძე (48. ხმალაძის პასით), 3:0 ლექვთაძე (63. კაკუბავას პასით), 4:0 მუჯირი (72), 5:0 ხმალაძე (74. ჯუსის პასით).
თბილისი. ეროვნული სტადიონი. 28 ოქტომბერი. 200 მაყურებელი.

დინამო კოლხეთი:
ლორია შენგელია
კაკუბავა ჭითანავა
თომაშვილი მახვილაძე
კვარაცხელია ინწკირველი
ხმალაძე გველესიანი
ედნილსონი თედიაშვილი
თექთურმანიძე ჯოჯუა
კოშკაძე სილაგავა
ჯუსი გვალია
ვაწაძე გულუა
ლექვთაძე ციცხვაია

დინამო
35. ვაწაძე - კახელიშვილი
67. თექთურმანიძე – მუჯირი
75. კოშკაძე - ლილუაშვილი.
სათადარიგოები: შეყრილაძე, გავაშელიშვილი, ქანთარია, მეტრეველი.

კოლხეთი
56. გვალია – დეკანოსიძე
76. ჯოჯუა – ცხვიტარია.
სათადარიგოები: გორდეზიანი, წიქარიშვილი, ლემონჯავა, გოგონაია, ბუკია.

გაფრთხილება: კვარაცხელია (15).
მთავარი არბიტრი: ხვიჩა გაგნიძე.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული