მართალია, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსთაველები მთელი თამაშის განმავლობაში ფლობდნენ ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ მასპინძლები, ბევრის აზრით, მარცხს მაინც არ
პირველი ტაიმი ტემპის, სანახაობის და დაძაბულობის თვალსაზრისით მეორეს ჩამოუვარდებოდა. სხვათა შორის, მსაჯს არავინ გაუფრთხილებია, რაც ფეხბურთელთა დამსახურებაა. თავიდანვე ქავთარაძის შორეულ დარტყმას ძლიერი ქარის გამო კინაღამ მასპინძელთა კარის დალაშქვრავა მოჰყვა, თუმცა სოსო გრიშიკაშვილმა იმარჯვა. საერთოდ, ძლიერი ქარი ბურთი ხშირად უცვლიდა მიმართულებას, რაც ყველაზე მეტად, ბუნებრივია, მეკარეებს უქმნიდა პრობლემას. თუმცა ქარი არაფერ შუაშია - ჭანტურიამ ორივე გოლი თავს ზემოთ გადაგდებით გაუშვა და ბოლოსკენ "სპარტაკის" ერთ-ერთი მაღალი ჩაწოდებისას ტრიბუნაზე გულშემატკივარმა ხუმრობით დაუძახა კიდეც - "ჰაერი ჭანტურია, ჰაერი!"
საგოლე შანსი შესვენებამდე მასპინძლებს კიდევ უფრო ნაკლებად ჰქონდათ. მათი იერიშები ძირითადად საჯარმოს მისადგომებამდე თუ აღწევდა. "ოლიმპის" მცველები იქ საიმედოდ იდგნენ, მაგრამ ვალერი ბოლქვაძემ წინ გამოსული ჭანტურია შენიშნა, ცოტა ქარიც "წაეხმარა" და შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. მოგვარეს არც მოწინააღმდეგე გუნდში მოთამაშე დავით ბოლქვაძე ჩამორჩა, რომელმაც წონასწორობა აღადგინა - 1:1.
"სპარტაკის" ერთ-ერთმა ლიდერმა თეიმურაზ შონიამ მოედნის სიღრმიდან მიიღო ზუსტი პასი, წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო - 2:1. ამ გოლმა სტუმრები აანერვიულა, რამაც "სპარტაკს" საგოლე შანსები გაუზარდა. კონტრშეტევებისას ორჯერ შეეძლო გატანა ტიერი კლოვისს, მაგრამ... სტუმართაგან მოდებაძის შორეულ ძლიერ დარტყმულს ადგილზე დახვდა გრიშიკაშვილი, ცოტა ხანში კი მანვე სასწაულებრივ მოიგერია ბერიაშვილის ხუთიოდ მეტრიდან თავური დარტყმა. "სპარტაკის" მეკარე უკვე ვერაფრით გაუმკლავდა კვახაძის დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმას და გოლი გაუშვა. მასპინძლები ფსიქოლოგიურად გატეხა მეორე გოლმა მუმლაძის შეგირდებს კი სტიმული მიეცათ და დარჩენილმა დრომ მათი უპირატესობით ჩაიარა. მასპინძლები წესის დარღვევით დ. ბოლქვაძე წააქციეს. პენალტი მოდებაძემ მარჯვენა კუთხეში დაურტყა, მაგრამ მისი მოგერიებაც შეძლო, მაგრამ მეკარისგან უკუგდებული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ყველას ისევ მოდებაძემ დაასწრო - 3:2.
27. 10 გორი ქართლი 150 მაყურებელი
სპარტაკი – ოლიმპი 2:3
1:0. ვ. ბოლქვაძე (41), 1:1. დ. ბოლქვაძე (42, მოდებაძის პასით), 2:1. შონია (49), 2:2. კვახაძე (67), 2:3. მოდებაძე (87, პენალტით)
სპარტაკი ოლიმპი
4-3-2-1: 4-4-2
გრიშიკაშვილი ჭანტურია
კაშია ღონღაძე,
ალავიძე კვახაძე
ბოიომო ქემოკლიძე
ჭაფოძე ჯაფარიძე
შონია გეწაძე
ლობჟანიძე რაზმაძე
ტეტუნაშვილი ბოლქვაძე
ვ. ბოლქვაძე ქავთარაძე
დეკანოიძე ბერიაშვილი
ძაგანია მოდებაძე
სპარტაკი
46. დეკანოიძე – კლოვისი
72. ბოლქვაძე - ჩალაძე
85. ლობჟანიძე - ბაბულაიძე
სათადარიგოები: დაუშვილი, კაკაშვილი, ნარიმანიძე, ჯაყელი
ოლიმპი
52. ქავთარაძე - გ. ჭელიძე
62. გეწაძე - დობროვოლსკი
77. რაზმაძე - ყაზაიშვილი
სათადარიგოები: ბედიაშვილი, უგულავა, ახალკაცი
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"