დისციპლინარების თქმით, მატჩის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართა ჯგუფმა მსაჯებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურიც სცადეს. ამას გარდა, ეს ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს მუშაობაში ხელს უშლიდა და შეურაცხყოფდა. ამ ყველაფრის გამო, ფოთის ~კოლხეთი" (რომელიც ვალდებული იყო მატჩის მონაწილეთა, მედიისა და მსაჯების უსაფრთხოება უზრუნველეყო) 5000 ლარით დაჯარიმდა, სტადიონს კი 2010-2011 წლების სეზონის
კომენტარი ფოთის ~კოლხეთის" პრეზიდენტ თემურ ბარქაიას ვთხოვეთ.
- დისციპლინარების გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდით?
- ცხადია, სასჯელისთვის შემზადებული ვიყავით და სიმართლე ითქვას, ვიმსახურებდით კიდეც. თუმცა, მიმაჩნია, რომ მეტისმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღეს.
- ფინანსურ სასჯელს გულისხმობთ თუ ჯიქიას ორმატჩიან დისკვალიფიკაციას?
- ფეხბურთელი წითელ ბარათზე ორ მატჩს ისედაც ისვენებს და ამ მხრივ ყველაფერი გასაგებია, მე ფინანსურ სასჯელს ვგულისხმობ: გასაგებია, რომ მოხდა ინციდენტი და ამის გამართლება არ შეიძლება. თუმცა, ფოთის ~კოლხეთისთვის" 5000 ლარი მეტისმეტად დიდი სასჯელია. გასათვალისწინებელი იყო გუნდის ფინანსური მდგომარეობა და ~კოლხეთის" ადმინისტრაციის მოქმედება ინციდენტის დროს.
უფულობის პერიოდში უამრავი ვალი დაგვიგროვდა და ახალი ბიუჯეტიდან თითოეული თეთრი დაგეგმილი გვაქვს. თანაც, ასეთი სიმკაცრე დიდი ხანია არავისთან გამოუჩენიათ.
ამას გარდა, ინციდენტის დროს, ~კოლხეთის" ადმინისტრაციამ ყველა ღონე ვიხმარეთ, მსაჯებისა და ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ. ესეც იყო გასათვალისწინებელი. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ სასჯელს ვიმსახურებდით.
- შევიტყვეთ, რომ ფოთის პორტი ოფიციალურად გახდა ~კოლხეთის" პარტნიორი და წლიურ ბიუჯეტად 500 ათასი ლარი დაგიმტკიცათ.
- დიახ, ხელშეკრულება გაფორმდა და ამ თანხას კლუბი ეტაპობრივად მიიღებს. ეს ძალიან გვახარებს, რადგან ფეხბურთელები დამშვიდებულად ივარჯიშებენ და ჩვენც დიდი საზრუნავი მოგვაკლდა. ყველასათვის ცნობილია, კლუბში რა პროცესებიც წარიმართა. თბილისის ~დინამოსთან" კატასტროფული მარცხიც - 0:5 ამის შედეგი იყო. ბოლნისის ~სიონთან" მომხდარ ინციდენტში გარკვეულწილად ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ, რადგან რამდენიმე გულშემატკივარი დააკავეს და მათ დაცვას ცდილობდნენ. ეტყობა, ამის გამო, დაღლილებსა და ნანერვიულებს მეორე დღეს კონცენტრირებულად თამაში გაუჭირდათ.
თუმცა, ზოგი ჭირი მარგებელია. იქნებ ახლა მაინც მოეგოს გონს გუნდი და ჩემპიონატი უკეთ გავაგრძელოთ.
- დაკავებული გულშემატკივრების საქმე როგორ არის?
- შეურაცხყოფის მცდელობისთვის, სამი მათგანი სასჯელს იხდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"