უმაღლესი ლიგის ქვედა ექვსეულის ბინადართაგან "მეტალურგი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც უძლიერესთა შორის ადგილი დაბევებული აქვს, თუმცა რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩს სრული პასუხისმგებლობით მოეკიდნენ.
ვეტერინარებს კი საქმე სახუმაროდ არ აქვთ - "ვიტ ჯორჯიას", რომელიც ახლო წარსულში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა, პირველ ლიგაში დაქვეითება ემუქრება და მისთვის თითოეული ქულა ძალიან ძვირად ფასობს.
"მცხეთა პარკზე" უკომპრომისო ბრძოლა გაიმართა, სადაც მეტოქეებმა წარმატებისთვის მაქსიმუმი გაიღეს.
Video -31/vit-georgia-metalurgi-2-3qtp.jpg" border="0" alt="Sportall.Ge" title="ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 2:3 - გართულებული საქმე [VIDEO]" />
30.03.13. ვიტ ჯორჯია - მეტალურგი 2:3
პირველ ტაიმში ბურთს მასპინძლები უფრო ფლობდნენ, მაგრამ მიზანს ქვემოქართლელთა კონტრშეტევამ მიაღწია - ვიტელთა ყოფილმა ფორვარდმა
ირაკლი სიხარულიძემ რომან ახალკაცის გადაცემა მიიღო და "ვიტ ჯორჯიას" კარი მეორე მცდელობით დალაშქრა.
ვეტერინარებში ყველაზე შესამჩნევი
გიორგი ჯანელიძე იყო და ლოგიკურიც არის, რომ ანგარიში სწორედ მან გაათანაბრა. ჯანელიძემ პირველი ნახევრის ბოლოს წონასწორობა საჯარიმო დარტყმით აღადგინა.
მასპინძლები ჯანელიძის საგოლე გადაცემით დაწინაურდნენ. მე-60 წუთზე "ვიტ ჯორჯია" თავური დარტყმით
ელგუჯა ლობჯანიძემ წინ გაიყვანა, სამ წუთში კი უკვე მეტალურგელმა
ლობჯანიძემ შეიტანა წვლილი რუსთაველთა გოლში.
ზვიადის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ვიტელთა კარი ახალკაცმა დალაშქრა.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, მიზანს კი სტუმრებმა მიაღწიეს. ამჯერად ლობჯანიძემ და ახალკაცმა როლები გაცვალეს და პირველმა თავურით გაიტანა მეორის პასით.
ახალკაცის სტატისტიკური მონაგარი მართლაც შთამბეჭდავია - გოლი და ორი საგოლე პასი ნებისმიერი რანგის მატჩში გამოსარჩევი მიღწევაა.
დარჩენილ დროში "ვიტ ჯორჯიას" თამაშის გადარჩენის რეალური შანსი აღარ მისცემია და იმის მიუხედავად, რომ ურიგოდ ნამდვილად არ უთამაშიათ, ვეტერინარებმა მაინც მარცხი იწვნიეს.
მასპინძელთა მცირერიცხოვანმა გულშემატკივრებმა არბიტრ
ხვიჩა გაგნიძის მიმართ ემოციურად გამოხატეს უკმაყოფილება.
ვნახოთ, შეძლებს თუ არა
მერაბ კოჭლაშვილის გუნდი უმაღლეს ლიგაში დარჩენას, "მეტალურგის" მთავარი საზრუნავი კი საქართველოს თასზე წარმატებაა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"