ზუგდიდი-ზესტაფონი 0:0 - ლოგიკური, დასაფასებელი, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი

AutoSharing Option
6 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXVI ტურის შეხვედრაში, "ზუგდიდმა" "ზესტაფონს" განმუხურში უმასპინძლა.

უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის ცხრილის ბოლო ადგილებზე მყოფმა გუნდებმა გოლის გატანა ვერ შეძლეს და მატჩი ფრედ, 0:0 დაასრულეს.

მატჩის შემდეგ
ელგუჯა ქომეთიანი (ზუგდიდი):
"იმის ფონზე, რომ ჩვენი გუნდი მეორე ეტაპზე ცუდ შედეგებს აჩვენებს, დღევანდელი ანგარიში ჩვენთვის არადამაკმაყოფილებელია. თუმცა ჩემი ფეხბურთელების დღევანდელი მონდომება და შემართება დასაფასებელია.

Sportall.Geსრულიად ნათელია, რომ გუნდი წინა ტურის შემდეგ ფსიქოლოგიურად მოშლილი იყო, მაგრამ მადლობელი ვარ ჩემი ბიჭების, რომ მოახდინეს კონცენტრირება და ბრძოლისუნარიანად ითამაშეს.

ეს
იყო თამაში, სადაც ერთ გოლს შეეძლო, მატჩის ბედი გადა
ეწყვიტა. ამიტომ ვიტყვი, რომ შეგვეძლო როგორც მოგება, ასევე წაგებაც".

კახა კაჭარავა (ზესტაფონი):
"როგორც მასპინძლებს, ისევე ჩვენც მეორე ეტაპზე ჯერ გამარჯვება არ მოგვიპოვებია და ვიცოდით, რომ რთული თამაში გამოვიდოდა.

საერთოდ, "ზუგდიდთან" სტუმრად ყველა გუნდს უჭირს თამაში, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს.

გვქონდა საგოლე მომენტები, თუმცა ვერ გამოვიყენეთ, რიგ ეპიზოდებში კი მინდვრის საფარმაც შეგვიშალა ხელი კომბინაციის დამუშავებაში, თუმცა მიმაჩნია, რომ შედეგი ლოგიკური იყო".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული