ესპანელი ლეგიონერი მშვენიერ სეზონს ატარებს - 23 მატჩში უკვე 19 გოლი დაუგროვდა.
მატჩის შემდეგ დუბლის ავტორმა "ლელოსთან" კომენტარში განაცხადა, რომ გუნდის თამაში სულ უფრო მეტ იმედებს უსახავს:
"ჩვენი მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ცხადია, მასთან იოლ შეხვედრას არ ველოდით.
მართალია, დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, მაგრამ "ჩიხურა" რთული მეტოქე აღმოჩნდა და სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწია.
"დინამომ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეისთვის საქართველოში საუკეთესო კლუბია".
"მიმაჩნია, რომ წელს გუნდი აშკარად გაძლიერდა, წინა პერიოდთან შედარებით, უკეთაც გამოიყურება და ევროპულ სარბიელზე უფრო წარმატებული გამოსვლის იმედი უნდა გვქონდეს.
თუ ასე გავაგრძელებთ, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგაშიც მოვხვდეთ, რადგან გუნდს წინსვლის პოტენციალი აშკარად აქვს", - ამბობს თბილისის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატის XXVI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
დინამო (თბ)-ჩიხურა 3:0 - ლიდერის იოლი გამარჯვება [VIDEO]
ჩისკოს გოლები 2012 წელს [VIDEO]
რომან ფიფია: ჩისკო საქართველოს ნაკრებს სჭირდება და დროა, შანსი მივცეთ