უმაღლესი ლიგა. XXVII ტური: "დინამომ" სტუმრად "ზესტაფონი" დაამარცხა

AutoSharing Option
14 აპრილს საქართველოს ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა.

"ვიტ ჯორჯიამ" საკუთარ მოედანზე ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა. გუნდებს შორის შეხვედრა უგოლო ფრედ დასრულდა.

რუსთავის "მეტალურგი" ბათუმში "დინამოს" ესტუმრა. პირველი ტაიმში გუნდებმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმში რუსთაველთა გუნდის ფეხბურთელმა გოგი ფიფიამ 68-ე წუთზე გოლი გაიტანა და "მეტალურგი" გამარჯვება მოუტანა.

ბოლნისის "სიონმა" მარტვილის "მერანი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა. პირველი გოლის გატანა მარტვილელებმა 30-ე წუთზე საბა ლომიას წყალობით შეძლეს. ხოლო მე-40, 58-ე და მე-80 წუთზე აკაკი მიკუჩაეძემ ჰეთ თრიკის შესრულება შეძლო.

საჩხერეში
"ჩირურამ" გორის "დილა" მიიღო. ანგარიშში დაწინაურება მალევე მოახერხეს სტუმრებმა. მე-4 წუთზე ირაკლი მოდებაძემ გაიტანა. თუმცა 68-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძემ გაათანაბრა. 10 წუთში კი "დილა" ისევ წინ გავიდა. მოდებაძემ ანგარიშზე მეორე ბურთი ჩაიწერა. საბოლოოდ შეხვედრა "დილას" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ზესტაფონში თბილისის "დინამომ" ლევან ხმალაძის ერთადერთი გოლის წყალობით ადგილობრივი გუნდი დაამარცხა - 1:0. ხოლო ქუთაისში "ტორპედომ" 2:0 მოუგო "ზუგდიდს". გოლები ბექა ტუღუშმა და ელგუჯა გრიგალაშვილმა გაიტანეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ თამაშით და ორივე თამაშით თასზე პროკურატურა უნდა დაინტერესდეს აუცილებლად. ხალხო ამოიღეთ ხმა, ისედაც მკვდარ ფეხბურთს კლავენ ეს ვირთხები!!!
joni
19:40 14-04-2013
0
სიონის აღმასვლა დაიწყოოო
Temuri
19:02 14-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული