ლექვთაძის პროგრესი აშკარაა. ერთი წლის წინ ეს ბიჭი თბილისელთა რიგებში რომ გამოჩნდა, სასარგებლო არ ეთქმოდა. თუმცა, გუშინ ძირითადში მესამედ დააყენეს და ამ სამ შეხვედრაში მეხუთე გოლი გაიტანა – მშვენიერი შედეგია.
ირაკლის თავის გამოჩენა მალე კიდევ ერთხელ შეეძლო, როდესაც რუსთაველთა მცველს "ოლიმპის"" საჯარიმოსთან ბრძოლაში ბურთი აართვა და მეკარესთან კვლავ დასარტყმელ პოზიციაზე გადიოდა, მაგრამ
"ოლიმპი" უტევდა, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ ტაიმის მიწურულს შექმნა: საჯარიმოში ბოლქვაძის ჩამოწოდებული ბურთისთვის ბრძოლაში მოდებაძემ ყველას დაასწრო, მაგრამ სუსტად დაარტყა და ლორიას ბურთის დაუფლება არ გასჭირვებია.
მეორე ნახევარი უფრო საინტერესო გამოდგა. კოშკაძისა და რობერტინიოს შეტევებმა "ოლიმპი" და მისი გულშემატკივრები აანერვიულა. ეტყობა, კარგმა დასაწყისმა მასპნძლები დაამშვიდა, მოგება გარანტირებულად ჩათვალეს და მოეშვნენ. "ოლიმპმა" კი ნელ-ნელა კბილები გამოაჩინა და კარგახანს "დინამო" მეტოქის მოედანზე გადასვლას თითქმის ვერ ახერხებდა. რუსთაველთა მთავარი მწვრთნელის, რამაზ მუმლაძის შეცვლებმა აშკარად გაამართლა: გეწაძემ და ქავთარაძემ "ოლიმპის" ნახევარდაცვა გააძლიერეს და შეტევებს სიმწვავე შემატეს.
57-ე წუთზე მოდებაძემ დინამოელთა კართან უმეთვალყურეოდ დარჩენილი რაზმაძე მოძებნა, მაგრამ რუსთაველთა ნახევარმცველმა კარს მცირედ ააცილა. უშედეგო გამოდგა გეწაძისა და მოდებაძის მორიგი შეტევებიც.
77-ე წუთზე "დინამოს" სწრაფი და ლამაზი კონტრშეტევა გოლით უნდა დაესრულებინა: კაკუბავას საჯარიმოში ლექვთაძე მოძებნა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა კარს ააცილა, ფეხი კი შემთხვევით ჭანტურიას ყბაში მოარტყა და კინაღამ საავადმყოფოში გაუშვა.
ბოლო წუთებზე "ოლიმპმა" კვლავ შეუტია და მატჩის კულიმინაცია დადგა. დამატებულ დროში, მასპინძელთა კარის სიახლოვეს დაინიშნულმა ჯარიმამ გეწაძე მატჩის გმირად აქცია: მან ბურთი "დინამოს" კარის "ცხრიანში" ზუსტად გააგზავნა - 1:1. თბილისელები მხოლოდ ამ დროს მიხვდნენ, თამაში 90 წუთი გრძელდება და მოდუნება დაუშვებელია. ამ მოდუნებით კი "დინამომ" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერობის შანსი ხელიდან გაუშვა.
რამაზ მუმლაძე, რუსთავის "ოლიმპის" მთავარი მწვრთნელი:"ბიჭების დამსახურებაა, თამაში ასე რომ შემოატრიალეს და კარგი ფეხბურთი აჩვენეს. ფიქრობ, გადამწყვეტი როლი გეწაძისა და ქავთარაძის შემოსვლამ შეასრულა. ორივემ შეტევები გააძლიერა".
კახა კაჭარავა, თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი:"ვერ გეტყვით, რა მოგვივიდა, მეტოქის შეგვეშინდა თუ რამ გამოიწვია ბიჭების, განსაკუთრებით კი ნახევარდაცვის პასიურობა. ბოლო ოთხ დღეში ორი ურთულესი შეხვედრა გვქონდა და ეტყობა გუნდი გადაღლილი იყო. შეცვლებმაც ისე ვერ გაამართლა, როგორც ვიმედოვნებდი".
მატჩის გმირი
მატჩის გმირი უდავოდ რუსთაველთა ნახევარმცველი რეზო გეწაძე იყო, რომელმაც "ოლიმპი" წაგებას გადაარჩინა და დამატებულ დროში სტუმრებს უმნიშვნელოვანესი ქულა მოუპოვა.
- კმაყოფილი ვარ გოლითაც და თამაშითაც. ვფიქრობ, მეორე ტაიმში ცუდი ფეხბურთი არ გვიჩვენებია-გვითხრა რეზომ.
- ძირითადში ტრავმის გამო არ თამაშობდი?
- ტრავმა მოვირჩინე, ფეხი აღარ მაწუხებს, მაგრამ მთელი შეხვედრის ჩასატარებლად ჯერ მზად არ ვიყავი და ამის გამო მხოლოდ მეორე ტაიმში მომცეს თამაშის შესაძლებლობა.
დინამო 1:1 ოლიმპი
გოლები: 1:0 ლექვთაძე (17. ვაწაძის პასით), 1:1 გეწაძე (90+1)
თბილისი. ეროვნული სტადიონი. 31 ოქტომბერი. 200 მაყურებელი.
4-2-3-1
"დინამო": ლორია – კაკუბავა, თომაშვილი, კვარაცხელია, ხმალაძე – ფირცხალავა, ედნილსონი – რობერტინიო, კოშკაძე, ლექვთაძე - ვაწაძე
46. ფირცხალავა - თექთურმანიძე
71. ვაწაძე – ჯუსი
83. ლექვთაძე - კახელიშვილი.
სათადარიგოები: შეყრილაძე, ლილუაშვილი, მეტრეველი, მუჯირი.
4-2-3-1
"ოლიმპი": ჭანტურია – ღონღაძე, კვახაძე, რეხვიაშვილი, ჯაფარიძე – დობროვოლსკი, რაზმაძე – მოდებაძე, ბოლქვაძე, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე – ბერიაშვილი.
60. ჭელიძე – გეწაძე.
63. დობროვოლსკი – ქავთარაძე.
82. ბოლქვაძე – ახალკაცი.
სათადარიგოები: ბედიაშვილი, ქემოკლიძე, უგულავა, ყაზაიშვილი.
გაფრთხილება: ღონღაძე (20), ხმალაძე (31 ფირცხალავა (37 ბოლქვაძე (43 რაზმაძე (90
მთავარი არბიტრი: ლაშა სილაგავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"