როგორც წინა ტურში, ცხინვალელებს ამჯერადაც არ უთამაშიათ ურიგოდ. შეტევაზე ორიენტირებულმა გეგუჩაძის შეგირდებმა ტერიტორიული უპირატესობა მატჩის დებიუტშივე ხელთ იგდეს და ტაიმის ბოლომდე არ დაუთმიათ. მეორეში ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვდა, რასაც, უნდა ითქვას, თავი კარგა გაართვა. სტუმრებმა საკუთარ კარში ბურთის მიღებამდე, მეტოქის კართან
ანგარიში იმერლებმა 10 წუთში გააბათილეს ზუსტად საჯარიმოს ხაზთან დანიშნული სტანდარტიდან. ამ გოლის შემდეგ "ზესტაფონმა" ბურთის კონტროლს უმატა, დაეუფლა ცენტრს და უფრო მწვავედ აამოქმედა ფლანგები. გეგუჩაძემ შეცვლაზე დვალის გამოყვანით კი უფრო გაზარდა შეტევის პოტენციალი. ერთი შეხედვით, ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ გრიშიკაშვილის კარში მორიგი გოლი უნდა გვენახა, მაგრამ "სპარტაკმა" საკუთარი კარის მისადგომები შეძლებისდაგვარად საიმედოდ გადარაზა და იშვიათად მაგრამ მაინც, სახიფათო ჩხვლეტების განხორციელებაც მოახერხა მეტოქის ნახევარზე. ცხინვალელ მცველთა შეცდომით 33-ე წუთზე გრიგალაშვილს უნდა ესარგებლა, მაგრამ სახეირო პოზიიდან უხეიროდ დაარტყა კარში. მე-40 წუთზე ონიანის პასით გელაშვილს მიეცა გუნდის დაწინაურების საშუალება, მაგრამ ცხინვალელებმა უკანასკნელ წამს არეულობის განმუხტვა მოახერხეს.
საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებიათ გელაშვილს, დვალს და ფიფიას აფციაურს. შეცვლაზე "ზესტაფონის" დამრიგებელს ალბად მათი იმედი ჰქონდა სამი ქულის მოპოვებლად, მაგრამ... აი, მასპინძელთა რიგებში შეცვლაზე შემოსულ ჩალაძეს კი შეეძლო დაესაჯა სტუმრები, თუმცა ძაგანიას პასი საგოლე პოზიციაზე ვერ გამოიყენა. "ზესტაფონი" განაგრძობდა იერიშებს, რითაც მასპინძლებს სწრაფი კონტრშეტევების საშუალება ეძლეოდათ. ამ ფონზე სტუმართა უკანა ხაზზე შეცდომებმა იმატა, თუმცა კვარაცხელიას გუნდმა გამოყენება ვერ შეძლეს. 88-ე წუთი. დვალი ახლოდან ურტყამს და გრიშიკაშვილი ბურთს ადგილზე ხვდება. საბოლოოდ ფრე 1:1. ცხინვალელებისთვის ეს მონაპოვარია, "ზესტაფონისთვის" - დანაკარგი....
31. 10 გორი ქართლი 100 მაყურებელი
სპარტაკი - ზესტაფონი 1:1
1:0. დეკანოიძე (12. ბოლქვაძის პასით), 1:1. ალადაშვილი (22)
სპარტაკი ზესტაფონი
4-5-1 4-5-1:
გრიშიკაშვილი რ. კვასხვაძე
კაშია ბენაშვილი
ალავიძე კობახიძე
ტეტუნაშვილი გ. ონიანი
ლობჟანიძე ელიავა
დეკანოიძე ალადაშვილი
შონია ბ. დაუშვილი
ჭაფოძე ბაბუნაშვილი
ბაბულაიძე გორგიაშვილი
ვ. ბოლქვაძე გრიგალაშვილი
ძაგანია გელაშვილი
46. ლობჟანიძე - კაკაშვილი
59. ბაბულაიძე - ჩალაძე
79. დეკანოიძე - კლოვისი
სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, მაისურაძე, ნარიმანიძე
30. ბენაშვილი - დვალი
53. გრიგალაშვილი - ფიფია
68. გორგიაშვილი - აფციაური
სათადარიგოები: მამალაძე, მაკარიანი, ძარია, წინამძღვრიშვილი
გაფრთხილება: კაკაშვილი (58), ბაბუნაშვილი (79)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"