ზუგდიდი-დინამო (თბ) 0:2 - სტუმართა დამსახურებული მოგება [VIDEO]

AutoSharing Option
მიმდინარე საფეხბურთო სეზონზე ს.კ. "ზუგდიდს", საპრიზო ადგილებზე ბრძოლისთვის პროგრამა მაქსიმუმი არ დაუსახავს და ეს თავიდანვე ცხადი იყო, მაგრამ ვინც შეხვედრას განმუხურში თვალი მიადევნა, დაგვეთანმხმება იმაში, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დინამოს" მძიმე ორთაბრძოლის ფასად მოუწია სამი ქულის მოპოვება.

შეხვედრის ბოლომდე ზუგდიდელ ფეხბურთელებს ცდა და მონდომება არ დაუკლიათ, თუმცა ხან ფორტუნაც არ სწყალობდათ და ხანაც საუცხოოდ თამაშობდა სტუმართა მეკარე გიორგი ლორია.

ბურთი მასპინძელთა კარში 60-ე წუთზე გიორგი გველესიანმა გაიტანა, თუმცა მანამდე მცირეოდენ არეულობას ჰქონდა ადგილი მინდორზე, როცა ჩისკომ ზუგდიდელ მცველს ნიკოლოზ აფაქიძეს ხელი
ჩაარტყა სახეში და მსაჯმა ესპანელი არც კი გააფრთხილა, მაგრამ ვითარება უმალ ჩაწყნარდა.

ამის შემდეგაც შექმნეს მასპინძლებმა საგოლე მომენტები, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ზუსტი არ იყვნენ.

მეორე გოლი სტუმრებმა მსაჯის მიერ ბოლო დამატებულ წუთებზე გაიტანეს, გამარჯვების გოლი ლევან ხმალაძის ანგარიშზეა.

VideoSportall.Ge
19.04.13. ზუგდიდი - დინამო 0:2


განმუხური. ცენტრალური. 900 მაყურებელი
ზუგდიდი - დინამო (თბ) 0:2
გოლები: გველესიანი (60), ხმალაძე (90+2)
გაფრთხილება: გველესიანი (38), სეთურიძე (87)
მსაჯი: ლაშა სილაგავა

ზუგდიდი: ძაგანია, აფაქიძე, რ.ონიანი (კობერიძე 90), კანკია (კუკავა 78), ქვარცხავა, აქუბარდია, ხუბუა მალანია 87), სიხარულია, შ.ლომია, გაბედავა, ეხვაია
მწვრთნელი: ე. ქომეთიანი

სათადარიგოები: მაქაცარია, ხუხია, ქომეთიანი, ფარჯიკია

დინამო: ლორია, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, მერებაშვილი, ალვარო, გრაციარი, ჩისკო (დვალი 90), გლიშიჩი, შაშიაშვილი (გველესიანი 23), ძარია
მწვრთნელი: დ.უჰრინი

სათადარიგოები: ზარქუა, პაპავა, ტატანაშვილი, მენდი, კოტო

მომზადებულია fczugdidi.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
დუშან უჰრინი: დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ

ჩისკომ "ზუგდიდის" ფეხბურთელს სახეში ხელი ჩაარტყა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კომენტარებს რატომ ბლოკავთ ძმებო?
puma
14:05 20-04-2013
0
სილაგავა შე საცოდავო
puma
14:01 20-04-2013
0

სიახლეები პოპულარული