სადისციპლინო კომიტეტმა ჩისკო სამი მატჩით დასაჯა

AutoSharing Option
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა 22 აპრილს საგანგებო სხდომა გამართა, სადაც საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში - "ზუგდიდისა" და "დინამო" თბილისის ფეხბურთელებს შორის მომხდარი ინციდენტი განიხილა.

კონკრეტულად კი, ჩისკოსა და ნიკა აფაქიძეს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლა, როცა "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა ზუგდიდელ მცველს ხელი ჰკრა და წააქცია.

კომიტეტმა ძალიან დიდხანს იმსჯელა; განიხილეს ვიოდეჩანაწერი, მოუსმინეს მოწმეებს. საბოლოო ვერდიქტი კი, ასეთი გამოიტანეს: ჩისკოს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა - 500 ლარი.

სადისციპლინო კომიტეტმა ორივე მხარეს მოსთხოვა, წარმოედგინათ მატჩის სრული ვიდეოჩანაწერი. "ზუგდიდმა" წარმოადგინა, "დინამომ" - არა.

"ჩისკომ არ
უარყო, რომ მოწინააღმდეგესთან კონტაქტი ჰქონდა. თუმცა, მან ისიც თქვა, რომ აფაქიძე მას აგინებდა და აფურთხებდა, რის გამოც, პროვოკაციას აჰყვა და ვერ შეიკავა თავი. აი, ეს უკვე სხვა თემაა და "დინამოს" სრული უფლება აქვს ამის თაობაზე პროტესტი გამოხატოს და საჩივარი შეიტანოს ფეხბურთელის წინააღმდეგ
" - აღნიშნა სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმშერ ტყებუჩავამ.

"დინამოს" ხელმძღვანელებს (ბუბა ტყავაძეს და სანდრო შახოვს) კომენტარი არ გაუკეთებიათ. მედიის წარმომადგენლებს მათ მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას მოიწვევენ.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:
ჩისკომ "ზუგდიდის" ფეხბურთელს სახეში ხელი ჩაარტყა [VIDEO]
ჩისკო: ჩემი პროვოცირება მთელი მატჩის განმავლობაში ხდებოდა
მკითხველის კომენტარები / 4 /
სხვათაშორის, საქართველოს ჩემპიონატში ლეგიონერების უპატივცემლობის ეს პირველ იშემთხვევა არაა, რატომღაც ქართველი ფეხბურთელები თვლიან რომ ჩამოსულ კოლეგას ასე უზრდელურად უნდა მოექცნენ. არაერთხელ დამიფიქსირებია პირადად მე ასეთი ფაქტი და ძალიან საწყენი მგონია, ჩვენს დაბალ მენტალობაზე მიუთითებს. თანაც ვიღაც ჟღვლინტიანი ზუგდიდელი აფაქიძე აძლევს თავს შეაფურთხოს ჩისკოს, რომელსაც ესპანეთის ერთერთ საუკეთესო კლუბში აქვს სერიოზული ფეხბურთი ნათამაშები და საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვაზეც კი თანახმაა.
dato
10:29 23-04-2013
0
დათო ნახე შენ კადრი რომ შეაფურთხა აფაქიძემ ჩისკოს? პატარა დაუკვირდი რას წერ.რადგან ჩისკომ თქვა ეს იმას არ ნიშნავს რომ სიმართლეა და ფეხებში ყველა ფეხბურთელს ურტყამენ. შენი კომენტარიდან გამომდინარე დაბალ მენტალობაზე პრობლემა უფრო შენ გაქვს
messi
11:28 23-04-2013
0

სიახლეები პოპულარული