ზუგდიდი-დილა 1-2 - გუნდის გადასარჩენად!

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში სპორტული შედეგებით გამორჩეულმა გორის "დილამ" ბოლო პერიოდში სხვა მხრივ მიიქცია საფეხბურთო საზოგადოების ყურადღება.

მიზეზი ფინანსური პრობლემებია. არადა, მიმდინარე ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გორელები მათთვის ისტორიული შედეგის შემოქმედნი გახდნენ - "ზუგდიდთან" სტუმრად მოგებული შეხვედრის შემდეგ თითქმის გაინაღდეს ვერცხლის მედლები!

Sportall.Geდა ახლა, იმის ნაცვლად, რომ ევროტურნირებისთვის მთელი მონდომებით მოემზადოს და წინასასეზონო პერიოდი დაგეგმოს, სხვა, გაცილებით ნეგატიური მოვლენების თავიდან ასაცილებლად ემზადება.

კლუბის ხელმძღვანელები ცდილობენ, როგორმე შეცვალონ არსებული არასახარბიელო ფინანსური ვითარება და გამოსავალის მოსაძებნად სხვადასხვა გზას მიმართავენ. თუმცა ჯერჯერობით სახარბიელო არაფერი
ჩანს.

კრიზისის ჟამს გუნდის გვერდით ქომაგი დგას. მოგეხსენებათ, გორელი გულშემატკივრისთვის პასიურობა არც ადრე ყოფილა დამახასიათებელი, მაგრამ წლეულს ფანები განსაკუთრებით აქტიურები არიან.

"დილას" დასახმარებლად ატეხილი ხმაური, უპირველეს ყოვლისა, მათი მონდომების შედეგია. ამას წინათ გავრცელებული განცხადებით, ფანებმა ყველას მოუწოდეს, რომ არ დაეშვათ აღმავლობის გზაზე მდგარი "დილას" დაშლა.

"მაგრამ ნაცვლად განვითარებისა, კლუბი დაშლის პირას იმყოფება, ხოლო ქომაგს ისიც ვერ გაურკვევია, პასუხი ვის მოსთხოვოს", - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიახ, სამწუხაროდ, ადრესატიც არ ჩანს, თუ ვის უნდა მოკითხონ პასუხი გულშემატკივრებმა.

ამის გამო შაბათს, როცა "დილა" ზუგდიდში ადგილობრივ გუნდს კალენდარულ მატჩში ეთამაშებოდა, გორის სტადიონზე გულშემატკივარი აქციას აწყობდა მოწოდებით - გადავარჩინოთ "დილა"!

აქციაზე, ფან-კლუბის წევრების გარდა, მრავლად იყვნენ რიგითი გორელები, რომლებსაც გული შესტკივათ მშობლიური კლუბის ბედ-იღბალზე. ქომაგთა შეკრებაზე ქალაქის გამგებელი პაპუნა კობერიძეც მივიდა.

გორის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა მათ მხარდაჭერა გამოუცხადა და აცნობა, რომ კლუბში არსებული ვითარების შესახებ საქმის კურსშია საქართველოს მთავრობა, ვინაიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტს დამოუკიდებლად არ ძალუძს ყველა ფინანსური პრობლემის აღმოფხვრა. ხოლო, თუ მდგომარეობა უახლოეს დღეებში არ გამოსწორდა, გულშემატკივრები ისევ გეგმავენ გაცილებით უფრო ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი აქციის გამართვას გორში.

Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული