ბარაბაძე ზესტაფონთან ითამაშებს?

AutoSharing Option
რევაზ ბარაბაძე რუსთავის "ოლიმპში" ათიოდე დღის წინ ჩაირიცხა. მას შემდეგ საქართველოს ჩემპიონმა ორი მატჩი გამართა, თუმცა 22 წლის თავდამსხმელი არათუ მოედანზე, 18-კაციან განაცხადშიც არ გამოჩენილა.

"ლელო" შეეცადა, გაერკვია, თუ რატომ არ თამაშობს ბარაბაძე. ფეხბურთელი ამას თავად ხსნის:

"როცა გუნდში ჩავირიცხე, მეგონა, ტრავმა საბოლოოდ მოვირჩინე, მაგრამ ვარჯიშის განახლება და ფეხის ატკივება ერთი იყო. ხელოვნურსაფარიანი მოედანი ჩემთვის მიზანშეწონილი არ იყო და გუნდში მისვლიდან მეორე დღეს მცირე ტკივილი ვიგრძენი. დამტანჯა ამ მუხლებმა და კიდევ ერთი კვირა გამაჩერა. მაგრამ საშიში არაფერია. საბედნიეროდ, ახლა თავს
კარგად ვგრძნობ და გუნდთან ერთად ვვარჯიშობ. არაა გამორიცხული, 6 ნოემბერს "ზესტაფონთან" განაცხადშიც შემიყვანონ. ბუნებრივია, ჯერ საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ თამაშამდე დრო არის და იმედია, სათამაშოდ მზად ვიქნები. მთავარია, ჯანზე მოვიდე. კლუბთან კონტრაქტი ტყუილად ხომ არ გამიფორმებია?! თამაში და გუნდის დახმარება მინდა", - გვითხრა ბარაბაძემ.

მომხდარის მიუხედავად, რევაზს ხელოვნურსაფარიან მოედანზე ვარჯიში არ აშინებს და ამბობს, რომ საფარი მოეწონა და არც ისე საშიში ყოფილა, როგორც ეგონა. რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, 17 წლის შემდეგ რუსეთსა და გერმანიაში ნათამაშებ თავდამსხმელს ხალიჩაზე არ უთამაშია.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული