სკანდალი: საქართველოს ჩემპიონატს 8 კლუბი განუდგა!

AutoSharing Option
5 ივნისს სფფ-ში უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე 8 კლუბის: "დინამო თბილისის", "ზესტაფონის", "ვიტ ჯორჯიას", "მეტალურგის", "სიონის", "ზუგდიდის", "მერანისა" და "ტორპედოს" წარმომადგენლებმა განაცხადა, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს იტყვის, თუ მათ სახელმწიფოსგან 2-2 მილიონი ლარი ისევე არ შეხვდებათ, როგორც ეს გორის "დილას" შემთხვევაში მოხდა.

Sportall.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა, რომლის თანახმად, კერძო კლუბები ცალკე ჩემპიონატს ჩაატარებენ.

აქვე გთავაზობთ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სერგო ფუტკარაძის კომენტარს სფფ-ში გამართულ შეხვედრასა და კლუბში
არსებულ მდგომარეობაზე.

"სასია
მოვნოა, რომ კლუბები ერთ აზრამდე მივიდნენ. მთავარია სამართლიანი პოზიცია და იმ შეთხვევაში, თუ სახელმწიფომ თანაბრად არ დააფინანსა ჩემპიონატში მონაწილე კლუბები, 8 გუნდი ტურნირში მონაწილეობაზე უარს იტყვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას თანადგომისთვის. შეიძლება ითქვას, შეხვედრით მორალურად კმაყოფილები დავრჩით, რადგან სამართლიანი პოზიცია დაფიქსირდა.

რაც შეეხება "ზესტაფონში" არსებულ მდგომარეობას, პერსონალის უმეტესი ნაწილი დათხოვნილია, რადგან მათ კონტრაქტები დაუსრულდათ. გაუცემელია ორი თვის ხელფასები, არ გვაქვ
ს დენი.

პერსონალის მცირე ნაწილ
ი, შეიძლება ითქვას, ენთუზიაზმის ხარჯზე მუშაობს და შეძლებისდაგვარად უვლის მოედანს. მზიანი ამინდების გამო ერთხელ სახანძროს გამოძახებაც კი დაგვჭირდა, რომ მოედანი მოგვერწყა.

ასევე, ძალიან გვეხმარებიან გუნდის გულშემატკივრები".


ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანის სკანდალური განცხადება გარიგებულ მატჩებზე
საჭირბოროტო საკითხი: გვინდა ისევ გერები?
მკითხველის კომენტარები / 8 /
2 მილიონის საფასურს თუ თამაშობთ ერთი საინტერესოა. აბა თქვენ იცით საბოლოოდ დაასამარეთ ქართული ფეხბურთი...
m.m.m
06 ივნისი 2013 09:04
0
ს ლ ე ო ბ აააააააა ყველაფერი- სასაცილო ისაა რო ესეთ მდგომარეობაში არავინ იცის რა უდა ვქნათ
zvigeni
06 ივნისი 2013 02:05
0
სახემწიფო ვალდებული არ არის კლუბები აფინანსოს ბიუჯეტის ფულით. თუ კი მოხდა პრეცენდეტი და აფინანსებს ერთ კლუბს სხვა კლუბებმა რა დააშავა? საერთოდ რატომ ფეხბურთის დაფინანსება და არა ცურვა ან მძლეოსნობა ან კიდევ სხვა სპორტის სახეობა? სახემწიფო ბიუჯეტის ფულის განკარგვა ყველა ბიუჯეტის გადამხდელების პრეროგატივაა. საერთოდ მახინჯი ფორმა ესეთი დაფინანსებები ან ბიუჯეტის ხარჯზე შენახვა კლუბების არმია, შსს, გორის დილა.
jorj
05 ივნისი 2013 22:30
0
ამას არ ქვია სკანდალი ამას ქვია შანტაჟი.
ramo
05 ივნისი 2013 21:40
0
ამ პროექტის არსი შემდეგია:ბიზმესმენი,რომელიც დააპირებს კლუბის დაფინანსებას, უნდადღგ-ს გადასახადიდან უნდა მიეცეს 5%-იანი შეღავათი,საიდანაც 4% აუცილებლად უნდა ჩადოს კლუბში, ხოლო ის 1% როგორც უნდა ისე გამოიყენოს.ამ შემთხვევაში სამივე მხარე მოგებულია:ვგულისხმობ ბიზმესმენებს; სახელმწიფოს, რომელიც იმ 5% დღგ-ს აინაზღაურებს ფეხბურთელების გაყიდვის შედეგად გადახდილი დღგ-თი; და თავითავად ცხადია მოგებულია კლუბი.პარალელურად განვითარდება ბავშვთა საფეხბურთო სკოლებიც ცხადია.უნდა მოწესრიგდეს და შეიქმნას არსებული და ახალი სათამაშო და საწვრთნელი მოედნები, უნდა გამოყენებულ იქნას ვეტერანი ფეხბურთელებისა და საფეხბურთო მოღვაწეების გამოცდილება, ხოლო ის ხალხი ვინც მხოლოდ საშოვარზეა მისული, ვგულისხმობ ჩინოვნიკებს უნდა ჩამოშორდნენ ფეხბურთს. ცოტა ხანში უკვე ვიგრძნობთ ამ პროექტის სიკეთეს, მთავარია მუშაობა მთავრობასთან და პარლამენტთან, რათა მიღებულ იქნას ეს პროექტი
თამაზი ჩოხელი
05 ივნისი 2013 20:52
0
გთავაზობთ ყველასთვის მისაღებ პროექტს
თამაზი ჩოხელი
05 ივნისი 2013 20:27
0
მერე სადაა სამართალი თუ სახელმწიფო თავის და სხვის გუნდს ერთნაირად დააფინანსებს და მერე კერძო მფლობელი დამატებით კიდევ თავის გუნდს დააფინანსებს?

სიცილი ხომ არ დაგავიწყდათ, ქართველებო?

აი სახელმწიფომ რომ უპასუხოს, კარგი ჩვენ ყველას თანაბად დავაფინანსებთ, თქვენც თანაბრად დააფინანსეთ ყველა გუნდი! ხომ გონება გაეხსნებათ კერძო კლუბების პრეზიდენტებს? )))

კარგი, არ მიიღეს მონაწილეობა ჩემპიონატში... თვIთონ უფრო მეტს არ დაკარგავენ?

ცალკე ჩეპიონატიც რომ ჩაატარონ, უეფა მაგათ თასებზე არ დაუშვებს...

სიცილი ხომ არ დაგავიწყდათ, ქართველებო? არ დაგავიწყდეთ!!!
გარინჩა
05 ივნისი 2013 19:48
0
საქაჯეთი :D
არა, უფრო სატირალია, ვიდრე სასაცილო
aba kaco
05 ივნისი 2013 19:20
0

სიახლეები პოპულარული