გავიდა ორიოდე წუთი და ბობოხიძემ მარცხენა ფლანგიდან ბურთი საჯარიმოში ჩაჰკიდა - უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ცაცია მელქაძემ მარჯვენა ფეხი ცუდად მოიქნია და ანგარიშის გახსნის მშვენიერი შანსი ხელიდან გაუშვა.
სტუმართა ერთადერთი მომენტი "სიონის" ცენტრალური მცველის, ლაშა ჭელიძის უხეშ შეცდომას მოჰყვა, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა შონიამ მერლანს ვერ აჯობა. მეორე ტაიმი ბევრად უფრო საინტერესოდ წარიმართა, რადგან სტუმრებიც გამოცოცხლდნენ. თუმცა
მცირე მონაკვეთში ბოლნისელებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს: 63-ე წუთზე მასპინძლების შეტევის დაგვირგვინებას გოცირიძე ცდილობდა. ცხინვალელთა მცველმა ალავიძემ ფორვარდს ხელი ჰკრა და ერთი შეხედვით, ფორვარდი ამიტომაც წაიქცა - ბოლნისელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაში გააგრძელა.
მერე გოცირიძემ კვლავ შეუტია და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა. მოკლედ, თამაში ბოლნისელთათვის სასურველ კალაპოტში მიმდინარეობდა. თუმცა უფრო გამოცდილი მასპინძლები დაიღალნენ, სტუმართა ენერგიული ახალგაზრდები კი მადაზე მოვიდნენ, "სპარტაკი" გააქტიურდა და უპირატესობას დაეუფლა. პირველი სიგნალი ძაგანიას მომენტი იყო - ცხინვალელი ფორვარდის დარტყმა ძელს მოხვდა. სტუმართა შეტევებს კარგად ხელმძღვანელობდა გამთამაშებელი ვალერი ბოლქვაძე, რომელიც თამაშს ფლანგებზე კარგად შლიდა...
73-ე წუთზე ბესიკ დეკანოიძეს ანგარიში უნდა გაეხსნა, როცა ბოლქვაძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა - თუმცა სუსტად დაარტყა და მერლანმა აჯობა. მერე თავად ბოლქვაძემ სცადა ბედი და მეკარემ ამჟერადაც საიმედოდ ითამაშა.
მოკლედ, თამაში მასპინძლებისთვის არასასურველი კალაპოტით შეიცვალა და მოულოდნელად, ანგარიში სწორედ ამ დროს გახსნეს: დიდავამ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც ვილი ისიანმა თავით ბრძოლა მოიგო და ულამაზესი გოლი გაიტანა 1:0. მალე გია თოდუას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ლაშა ჭელიძემ დაჰკრა თავი და არანაკლებ ლამაზი გოლი გაიტანა - 2:0.
დამატებულ დროში თოდუამ მეკარესთან პირისპირ უგრეხელიძე გაიყვანა და რომ არა გრიშიკაშვილის თავგანწირული თამაში, "სიონი" დიდი ანგარიშითაც მოიგებდა.
05.11. ბოლნისი. თ. სტეფანია. 400 მაყურებელი
სიონი 2
სპარტაკი 0
1:0 ისიანი (84. დიდავას პასით), 2:0 ლ. ჭელიძე (89. თოდუას პასით)
სიონი სპარტაკი
4-4-2 4-2-3-1
მერლანი გრიშიკაშვილი
ქურასბედიანი შ. კაშია
ლ. ჭელიძე ალავიძე
ორბელაძე ტეტუნაშვილი
კობაური ჭაფოძე
მელქაძე დეკანოიძე
დიდავა ვ. ბოლქვაძე
ლ. ნოზაძე კაკაშვილი
უგრეხელიძე შონია
რ. გოცირიძე ბაბულაიძე
ბობოხიძე ძაგანია
მწვრთნელი მწვრთნელი
გ. ყიფიანი ბ. კვარაცხელია
სიონი
46. მელქაძე - სანიკიძე
67. ბობოხიძე - ისიანი
74. გოცირიძე - გ. თოდუა
სათადარიგოები: ბობღიაშვილი, თარგამაძე, ლ. ვაშაკიძე, ჩივაძე, ნემსაძე.
სპარტაკი
46. კაკაშვილი - ნარიმანიძე
55. ბაბულაიძე - ჩალაძე
85. ვ. ბოლქვაძე - ბუზალაძე
სათადარიგოები: დაუშვილი, კლოვისი, აქუბარდია, ლობჟანიძე.
არბიტრი: ლ. სილაგავა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"