ასევე ცნობილი გახდა, რომ პირველი ლიგა კვლავ "ა" და "ბ" ჯგუფებად დაიყოფა და მასში 12-12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ასე რომ, "გაგრასა" და პირველი ლიგის კიდევ რამდენიმე მონაწილის იმედები არ გამართლდა და გუნდი მომავალ სეზონშიც პირველ ლიგაში იასპარეზებს.
როგორც ჩანს, სწორედ ამან გამოიწვია "გაგრაში" საკმაოდ მნიშვნელოვანი საკადრო
"აღარ ვითანამშრომლებთ სოსო მალანიასთან, გიორგი მარგიანთან, თეიმურაზ ჯანაშიასთან, კოტე ზარნაძესთან, ვაჟა გაბესკირიასთან და დიმიტრი ლაშქარავასთან.
კონტრაქტი შეუწყდა ალექსანდრე ივანიშვილს, ხოლო ტრანსფერზე დავაყენეთ კლუბთან მოქმედი კონტრაქტების მქონე მეკარე გიორგი ბეგაშვილი, მცველი ლაშა კალანდაძე, ნახევარმცველები ნიკა ჭკუასელი და გიორგი ერისთავი.
ამ დროისთვის ახალწვეულები არ გვყავს, შემადგენლობაში კი "გაგრა-2"-ისა და "გაგრა-3"-ის ფეხბურთელები დავაწინაურეთ - დობორჯგინიძე, მაგრაქველიძე, კაკუბავა.
პირველ გუნდში ხშირად თამაშობდნენ ცაცკრიალაშვილი და მოსიაშვილი. გუნდში კიდევ რამდენიმე ახალწვეული გამოჩნდება. მათზე დიდ იმედებს ვამყარებთ", - თქვა კლუბის წარმომადგენელმა მიხეილ აფხაზავამ.
გუნდი 24 ივნისს "მერანის" სტადიონზე შეიკრიბება. 25 და 26 ივნისს ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ვარჯიშს დაიწყებენ. თუმცა, ჯერაც უცნობია, "გაგრა" შეკრებას სად გაივლის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"