მალხაზ ჭეჟია: და­ნა­შა­უ­ლია, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თში ზუგ­დი­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვერ ვიყენებ­დეთ

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლოს 25-ე ჩემ­პი­ო­ნა­ტის დაწყე­ბამ­დე "ზუგ­დიდ­ში" ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი ხდე­ბა - გუნ­დი კვლავ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა­შია და ჯერ ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია არც აქვთ, მი­ი­ღე­ბენ თუ არა და­ფი­ნან­სე­ბას.

სე­ზო­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შე­ვიტყ­ვეთ, რომ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის პოს­ტი­დან ელ­გუ­ჯა ქო­მე­თი­ა­ნი გა­დად­გა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გუნ­დი­დან წა­სულ მწვრთნელს იშ­ვი­ა­თად ემად­ლი­ე­რე­ბი­ან, მაგ­რამ ზუგ­დი­დელ­მა ფა­ნებ­მა მას შრო­მაც და­უ­ფა­სეს და ისიც, რომ გუნ­დი ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­შიც არ მი­უ­ტო­ვე­ბია და მის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა.

რომ არა ქო­მე­თი­ა­ნი, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია გა­ჭირ­ვე­ბა­ში მყო­ფი მო­თა­მა­შე­ე­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა, მო­ე­დან­ზე გაყ­ვა­ნა და ჩემ­პი­ო­ნატ­ში და­კა­ვე­ბუ­ლი მე-6 ად­გი­ლი, რაც უფ­რო
მდი­დარ­მა კლუ­ბებ­მა ვერ მო­ა­ხერ­ხეს. რაც მთა­ვა­რია, მი­სი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის დროს "ზუგ­დიდ­ს" ამ­ბი­ცია გაუჩნდა, მაგ­რამ ფი­ნან­სურ­ი პრობ­ლე­მე­ბის გა­მო გუნ­დ­მა პირ­ველ წრე­ში აღე­ბუ­ლი ტემ­პი ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა.

ქო­მე­თი­ა­ნის შემ­ც­ვ­ლე­ლად ზუგ­დი­დელ­თა ყო­ფი­ლი დამ­რი­გე­ბე­ლი ბე­სიკ შე­რო­ზია და მარ­ტ­ვი­ლის "მე­რა­ნის" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი მალ­ხაზ ჟვა­ნია მო­ი­აზ­რე­ბოდ­ნენ. სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც ჩანს, ორი­ვე ვა­რი­ან­ტი გა­მო­ი­რიცხა.

"ზუგ­დიდს" პრობ­ლე­მას ისიც უქ­მ­ნის, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო დო­ტა­ცი­ა­ზეა, ანუ ბი­უ­ჯეტს ერ­თი წლით უმ­ტ­კი­ცე­ბენ და მო­თა­მა­შე­ებს ხან­გ­რ­ძ­ლივ კონ­ტ­რაქ­ტებს ვერ უფორ­მე­ბენ. ასე რომ, სე­ზო­ნი დას­რულ­და და გუნ­დ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ბევრ მო­თა­მა­შეს და­უმ­თავ­რ­და.

"ზუგ­დი­დის" დი­რექ­ტო­რი მალ­ხაზ ჭე­ჟია გუნ­დ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე გვე­ლა­პა­რა­კა.

Sportall.Ge- და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხი თუ გა­ირ­კ­ვა?
- სწო­რედ ამის გარ­კ­ვე­ვას ვცდი­ლობ. ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის იმე­დი მაქვს, რად­გან ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი ედი­შერ თო­ლო­რაია გვერ­დ­ში დაგ­ვიდ­გა. მაგ­რამ ჯერ ზუს­ტად არ ვი­ცით, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა.

- მთავ­რო­ბამ სა­ბი­უ­ჯე­ტო კლუ­ბებს 2 მი­ლი­ო­ნის გა­მო­ყო­ფა­ზე უარი გითხ­რათ...
- რას ვი­ზამთ, ეს ფაქ­ტია და გუ­ლი დაგ­ვ­წყ­და. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზე ეკო­ნო­მი­კას შე­ფერ­ხე­ბა და გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს. ფეხ­ბურ­თიც ამ პრო­ცე­სის უნებ­ლიე მო­ნა­წი­ლეა და ისიც გარ­და­მა­ვალ ეტაპ­ზეა, მაგ­რამ იმე­დია, მა­ლე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა.

- გუნ­დი ვინ და­ტო­ვა?
- ორ­მა მო­თა­მა­შემ: ცენ­ტ­რა­ლურ­მა მცველ­მა ნი­კა აფა­ქი­ძემ და თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა გი­ორ­გი გა­ბე­და­ვამ. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, პირ­ვე­ლი უკ­რა­ი­ნა­ში სინ­ჯებ­ზე წა­ვი­და, გა­ბე­და­ვა­ზე კი ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ.

- ამ­ბო­ბენ, გი­ორ­გი კა­რი­ე­რას საჩხე­რის "ჩი­ხუ­რა­ში" გა­აგ­რ­ძე­ლებსო...
- ჯერ ვე­რა­ფერს გეტყ­ვით.

- მარ­თა­ლია, თით­ქოს, ლიტ­ვა­ში გამ­გ­ზავ­რე­ბა­სა და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტის ჩა­მოყ­ვა­ნას აპი­რებთ?
- დი­ახ, ეს ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა, ლიტ­ვა­ში 22 ივ­ლისს გა­ვემ­გ­ზავ­რე­ბი და ბევ­რი რამ გა­ირ­კ­ვე­ვა, მაგ­რამ ჯერ კლუ­ბის სა­კითხი ხომ უნ­და გა­დაწყ­დეს? კონ­კ­რე­ტუ­ლად ბი­უ­ჯე­ტის ოდე­ნო­ბაც არ ვი­ცით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც ის ვი­ცით, რა დო­ნის მწვრთნე­ლი და ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა მო­ვიწ­ვი­ოთ, მწვრთნე­ლის გა­რე­შე კი ვერც მო­სამ­ზა­დე­ბელ ეტაპს დავ­გეგ­მავთ.

- მოკ­ლედ, ჯერ თქვენ­თან პრობ­ლე­მე­ბია...
- დი­ახ, მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მაა და ჯერ შე­ში­ნე­ბუ­ლი დავ­დი­ვარ. მინ­და, ზუგ­დი­დე­ლებს სი­ხა­რუ­ლი მი­ვა­ნი­ჭოთ, ძლი­ე­რი გუნ­დი ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ და ქა­ლა­ქის ის­ტო­რი­ა­ში ლა­მა­ზი ფურ­ცე­ლი ჩავ­წე­როთ. და­ნა­შა­უ­ლია, ქარ­თულ ფეხ­ბურ­თში ზუგ­დი­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ვერ ვი­ყე­ნებ­დეთ. ბევ­რად ძლი­ე­რი და კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი "ზუგ­დი­დი" ისევ ჩვენს ჩემ­პი­ო­ნატს წა­ად­გე­ბა. და სა­ნამ ამას არ გა­ვა­კე­თებ, მა­ნამ­დე ვერ მო­ვის­ვე­ნებ.

- კლუ­ბით ბიზ­ნე­სი არ ინ­ტე­რეს­დე­ბა?
- და­სა­ინ­ტე­რე­სებ­ლად, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ კლუბს სა­კუ­თა­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა ჰქონ­დეს. ფაქ­ტობ­რი­ვად, ესეც ნუ­ლი­დან უნ­და ავაწყოთ.

- რა­ტომ, კლუბს ხომ აქვს სტა­დი­ო­ნი და ბა­ზა?
- შე­იძ­ლე­ბა, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყოს, მაგ­რამ ფაქ­ტია - გან­მუ­ხუ­რის სტა­დი­ო­ნის დო­კუ­მენ­ტა­ცია მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლია, ბა­ზა კი ჩვე­ნი არ არის. ხომ ხვდე­ბით, ჩვენ და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს რამ­დე­ნი სა­ფიქ­რა­ლი გვაქვს?! გვსურს, რომ ზე­და­ე­წე­რის სტა­დი­ონს დრო­უ­ლად მივ­ხე­დოთ. ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რით, იქ მთა­ვარ­მა გუნ­დ­მა უნ­და ივარ­ჯი­შოს, ხო­ლო დუბ­ლებ­მა და ჭა­ბუკ­თა ლი­გის გუნ­დებ­მა შეხ­ვედ­რე­ბი ჩა­ა­ტა­რონ.

ამას გარ­და, რუ­ხის ბა­ზა­ზე ვფიქ­რობთ სარ­წყა­ვი სის­ტე­მის და­მონ­ტა­ჟე­ბას, რა­შიც ედი­შერ თო­ლო­რაია აქ­ტი­უ­რად გვეხ­მა­რე­ბა.

P.S. სხვა­თა შო­რის, "ზუგ­დიდს" ახა­ლი გერ­ბი ექ­ნე­ბა. გუნ­დის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მიერ გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში არ­ჩე­ვა­ნი რვა ვა­რი­ან­ტი­დან სა­უ­კე­თე­სო­ზე შე­ა­ჩე­რეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული