ცხადია, ჩვენ ყველას, ბევრად უკეთესი და ამბიციური ”დინამო" გვენატრება. და მაინც, თუკი გავითვალისწინებთ, რომ კონკურენტებთან შედარებით ფეხბურთელთა უფრო მწირი არჩევანი და სათადარიგოთა სკამი ჰქონდა, კახა კაჭარავამ თბილისის
თუმცა, ჩავარდნა საკუთარ თავს ვერ აპატია და, როგორც შევიტყვეთ, კაჭარავამ ხელმძღვანელობისგან გადადგომა ითხოვა, გუშინ კი ”დინამოს" ვარჯიშზეც არ გამოცხადებულა.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ”დინამოს" მართველ დირექტორ ბუბა ტყავაძეს დავუკავშირდით.
- ბატონო ბუბა, როგორც შვეიტყვეთ, კაჭარავა გადადგა...
- გადადგა? მე არ მინდა ეს ინფორმაცია უარვყო, მაგრამ იმასაც ვერ გეტყვით, რომ კაჭარავას წასვლა გადაწყვეტილია.
- მაშინ გაგვარკვიეთ, რეალურად რა ხდება?
- ბოლოს ისეთი ქულები დავკარგეთ, რომ კმაყოფილი ვერ ვიქნებოდით. რაც მთავარია, თავად კახა იყო უკმაყოფილო. გვითხრა, ვერ მივხვდი, რა და რატომ მოგვივიდა, ჩავარდნის გასაანალიზებლად დრო მჭირდებაო. ჩამოყალიბდება და გადაწყვეტილებას ერთობლივად მივიღებთ.
- მის არყოფნაში გუნდს ვინ ავარჯიშებს?
- კახას ასისტენტები, თამაზ სამხარაძე და გელა ჭანტურია. ახალი არავინ მოგვიყვანია, ხომ გითხარით, მთავარი მწვრთნელის საკითხი ჯერ გაურკვეველია.
ვთვლი, რომ კახა საუკეთესო პიროვნებაა, რომლის მსგავსიც ფეხბურთში ბევრი არ მეგულება. ”დინამოსთვის" გადადებული იყო, მისთვის ბევრი რამ გააკეთა და ასეთი ადამიანთან განშორება არ მსურს. ვიმეორებ, დროებით განზე გასვლა და ვითარებაში გარკვევა თავად ითხოვა.
- ვთქვათ, ვერ შეთანხმდით, შემცვლელზე თუ ფიქრობთ...
- მოდით, მოვლენებს ნუ გავუსწრებთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"