ლევან აკობია: დიდი გაურკვევლობაა

AutoSharing Option
ახლა საქართველოში სატრანსფერო ბაზარზე ისეთი ამბებია, როგორიც არასოდეს ყოფილა. გუნდების მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს კმაყოფაზეა, ერთწლიანი ბიუჯეტები აქვთ და აქედან გამომდინარე, მოთამაშეებს მხოლოდ ხანმოკლე ხელშეკრულებებს უფორმებენ.

ამის შედეგია, ყოველი სეზონის შემდეგ ასეთი გუნდების მოთამაშეები თავისუფალი აგენტები რომ ხდებიან.

ასე იყო ადრეც, თუმცა დაფინანსების საკითხი დროულად ირკვეოდა. ახლა კი კლუბები საკმაოდ მტანჯველ მოლოდინში და გაურკვევლობაში არიან.

სანამ მათი ამბები გაირკვევა, ცხადია, მოთამაშეებს ვერ ელაპარაკებიან და კონტრაქტებს ვერ უფორმებენ. იმიტომ, რომ არ იციან, რა ოდენობის დაფინანსება და შესაბამისად, რა დონის მოთამაშეების აყვანის საშუალება
ექნებათ.

ამით არის საინტერესო "ზუგდიდის" ყოფილი ვიცე-კაპიტნის, ლევან აკობიას ამბავი, რომელიც უგუნდოდ დარჩა:

"ზუგდიდიდან" სეზონის დასრულების შემდეგ წამოვედი. ყველა გუნდი სახელმწიფოსგან დახმარებას ელოდება და ეს არის გაურკვეველი ვითარების მიზეზი.

მეც ვუცდი, ეგებ რამე გამოჩნდეს, უგუნდოდ რომ არ დავრჩე და ნორმალურ გუნდში ვითამაშო.

სამწუხაროდ, ჯერ არავინ დამკავშირებია".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზუგდიდი" - კარგი დასაწყისი და საშინელი დასასრული
მკითხველის კომენტარები / 2 /
წინა მთავრობა რომ აიძულებდა, რატომ აიძულებდაო- ახლა არ აიძულებენ და რატომ არ აიძულებენო... წრელო პეპელა ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებია რა.
მარინა
15:08 26-06-2013
0
მათხოვრები ხართ ქართული გუნდები.მაგალითი აიღეთ აზერებისგან. ამდენი მუქთახორა მილიონერები გყავთ მოპარული ფულით, აიძულოს მთავრობამ შეინახოს გუნდები.
gaga
14:43 26-06-2013
0

სიახლეები პოპულარული