- ახალ გუნდში, ახალ გარემოში ადაპტაციის პერიოდმა როგორ ჩაიარა?
- ფეხბურთელების უმეტესობას კარგად ვიცნობდი და ყველა ცდილობდა, უცხოდ არ მეგრძნო თავი. ადაპტაციის პერიოდი არც მქონია - ეს არ დამაჭირვეს ბიჭებმა.
- სამი შეხვედრა უკვე ჩაატარე. როგორ შეეწყვე ახალ გუნდს?
- ვფიქრობ, ეს მუდმივი პროცესია. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო უკეთ გავუგებთ მოედანზე ერთმანეთს - ისე, ჩვენ რომ გვინდა.
- "დინამოსა" და "ტორპედოს" შორის ტრადიციული საფეხბურთო
- ქუთაისელ გულშემატკივრებს მადლობა მინდა ვუთხრა. შეიძლება ისინი ნაწყენები არიან.
"დინამოში" მოვედი იმისათვის, რომ მაქსიმუმი გავაკეთო. ვფიქრობ, ევროთასებზე წარმატებით გამოსვლის რეალური შესაძლებლობა არსებობს, გულშემატკივრების და ერთგული ფანების მხარდაჭერის გარეშე კი მიზნის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.
- რით განსხვავდება "დინამოს" სავარჯიშო პროცესი შენი ყოფილი გუნდებისგან?
- ვარჯიშის დროს აქ უფრო ძალისმიერ, ათლეტურ, ფიზიკურ მომზადებაზე, შედეგზე ორიენტირებულ თამაშზე კეთდება აქცენტი, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასეთი მომზადების გარეშე ვერც სერიოზულ წარმატებას მიაღწევ.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით
ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამო" და საკონტროლო მატჩები - სიახლეების მოლოდინი
ელგუჯა გრიგალაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
ელგუჯა გრიგალაშვილი: ძმებს ნაკრებში ერთად თამაში არ გვეღირსა