მაშინ ჭეჟია ამბობდა, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარების იმედი ჰქონდა,. მაგრამ ზუსტად არ იცოდა, რა და როგორ იქნებოდა.
"ზუგდიდის" დირექტორი 27 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XII ყრილობას დაესწრო და გუნდში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ დავეკითხეთ:
"არ მინდა დავიჯერო, რომ ზუგდიდის ფეხბურთის ბედი არავის აინტერესებს. მაგრამ გუნდის დაფინანსების საკითხი კვლავაც გაურკვეველია, არადა, ჩემპიონატი კარს მოგვადგა და "ზუგდიდს" ჯერ მოსამზადებელი ეტაპიც არ დაუგეგმავს, ვარჯიშზე ლაპარაკიც ზედმეტია.
გუნდს თავს თუ მაინც მოვუყრით და უმაღლესში გამოვალთ, ასეთი წინაპირობის გამო, წამყვან პოზიციებზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება", - ამბობს ჭეჟია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"