"ზუგდიდი" უმაღლეს ლიგაში აღარ ითამაშებს?

AutoSharing Option
ახლახან "ზუგდიდის" დირექტორი მალხაზ ჭეჟია "ლელოს" გუნდში არსებულ ვითარებაზე ელაპარაკა და თქვა, რომ დაფინანსების საკითხის გარკვევას ცდილობდა.

მაშინ ჭეჟია ამბობდა, რომ ფინანსური პრობლემების მოგვარების იმედი ჰქონდა,. მაგრამ ზუსტად არ იცოდა, რა და როგორ იქნებოდა.

"ზუგდიდის" დირექტორი 27 ივნისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XII ყრილობას დაესწრო და გუნდში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ დავეკითხეთ:

"არ მინდა დავიჯერო, რომ ზუგდიდის ფეხბურთის ბედი არავის აინტერესებს. მაგრამ გუნდის დაფინანსების საკითხი კვლავაც გაურკვეველია, არადა, ჩემპიონატი კარს მოგვადგა და "ზუგდიდს" ჯერ მოსამზადებელი ეტაპიც არ დაუგეგმავს, ვარჯიშზე ლაპარაკიც ზედმეტია.

სანამ ბიუჯეტი არ გვეცოდინება, მანამდე ფეხბურთელებს ვერ დაველაპარაკებით. და თუ ვითარება სასწრაფოდ არ შეიცვალა, შესაძლოა, უმაღლეს ლიგაში ვეღარ ვითამაშოთ.

გუნდს თავს თუ მაინც მოვუყრით და უმაღლესში გამოვალთ, ასეთი წინაპირობის გამო, წამყვან პოზიციებზე მოხვედრა ძალიან გაგვიჭირდება",
- ამბობს ჭეჟია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვაი სირცხვილო
zugdideli
16:48 29-06-2013
0
მალადეც მაგრები ხართ ყოველთვის ახერხებდა ზუგდიდი გამოსვლას და შედეგის ჩვენებას მაგრა დაატყვეთ თქვენი ხელიი რეგიონ ლიგაში იასპარეზეთ უკეთესია
zugidari
20:32 29-06-2013
0

სიახლეები პოპულარული