"ვიტ ჯორჯიას" გამარჯვება პირველ სპარინგში

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" ახალი სეზონისთვის მზადება 15 ივნისს დაიწყო, პირველი საკონტროლო მატჩი კი ორი დღის წინ ჩაატარა.

ზურაბ ბერიძის გუნდმა "მცხეთა პარკზე" "ალგეთი-ზოოვეტს" უმასპინძლა და ჯავაშვილისა და ლობჯანიძის გოლებით 2:0 დაამარცხა. ანგარიში შეხვედრის 26-ე წუთზე გაიხსნა, მეორე ბურთი კი 75-ეზე გავიდა.

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: დაუშვილი - იაშვილი, ადამაძე, კასრაძე, მჭედლიშვილი - დავლაშელიძე, ღიბრაძე - გაგნიძე, ჯანელიძე, ჯავაშვილი - კუხალეიშვილი.
მეორე ტაიმში: რეჭია - გეთიაშვილი, ტეტუნაშვილი, ჩიტიშვილი (80 წთ. მერაბიშვილი), ბუაჩიძე - გახარია, ბუნტური - სამუშია, ხვისტანი, კვირკვია - ლობჯანიძე.

"ვიტ
ჯორჯიას" პირველი გუნდის რიგებში გამოჩნდნენ დუბლშემადგენლობიდან დაწინაურებული ჭაბუკები, რომლებსაც თავის გამოჩენის შანსი მომდევნო ტესტ-მატჩებშიც მიეცემათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული