თბილისის "დინამოში" დავით ხურცილავა და გიორგი მიქაბერიძე ჩაირიცხნენ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" ითამაშებს 24 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძე, რომელიც ბოლო ორი სეზონი რუსთავის "მეტალურგის" ღირსებას იცავდა.

მასთან ერთად გუნდში 25 წლის მარჯვენა მცველი დავით ხურცილავა ჩაირიცხა, რომელმაც ბოლო ოთხი სეზონი "ვიტ ჯორჯიაში" გაატარა.

გიორგი მიქაბერიძე:
"დინამო" ბრენდია. ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია აქ თამაში და ცხადია, არც მე ვარ გამონაკლისი. ვიმედოვნებ, გუნდის ხელმძღვანელობის იმედების და ნდობის გამართლებას შევძლებ".

დავით ხურცილავა:
"მოხარული ვარ, რომ "დინამომ" ჩემ მიმართ ინტერესი გამოიჩინა და მოვხვდი გუნდში. რაც იქნება ჩემზე დამოკიდებული, შევეცდები, მაქსიმუმი გავაკეთო, რათა
კლუბს წარმატებები მოვუტანო".

dinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული