სიტუაცია: კოკა სეფიაშვილი თბილისის "დინამოდან" წავიდა

AutoSharing Option
კოკა სეფიაშვილმა თბილისის "დინამო" დატოვა. 27 წლის მეკარე თავისუფალია და ფიქრობს, სად გააგრძელოს კარიერა.

...2011 წლის სექტემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საბერძნეთთან, ევროშესარჩევის მატჩისთვის "ჯვაროსნების" შემადგენლობა რომ დაასახელა, სიაში "გაგრას" მეკარე სეფიაშვილიც მოხვდა.

მაშინ "გაგრა" უმაღლეს ლიგაში ახალი დაბრუნებული იყო, მაგრამ ქეცბაიას არჩევანი არავის გაჰკვირვებია. იმ წელს პირველი ლიგის "გაგრა" საქართველოს თასს რომ დაეუფლა, სწორედ მისი დამსახურება იყო - სეფიაშვილმა ფინალში "ტორპედოსთან" შთამბეჭდავად ითამაშა.

მერე კოკა ყველაზე ამბიციურ ქართულ კლუბში მოხვდა. 2012 წლის დასაწყისში თბილისის "დინამოსთან" სამწლიანი
კონტრაქტი გააფორმა.

მაშინ იყო ლაპარაკი, რომ გიორგი ლორია კლუბს დატოვებდა და უცხოეთში წავიდოდა, კოკა კი მას შეცვლიდა, მაგრამ ლორია დარჩა.

ამის მერე სეფიაშვილი ორჯერ დაშავდა და, ერთი სიტყვით, ძირითადის ნაცვლად ბოლოს მხოლოდ "დინამო 2-ში" აღმოჩნდა და ცხადია, ეს სტატუსი არ აკმაყოფილებდა.

"ზამთარში თავად მსურდა კლუბის დატოვება, მაგრამ მაშინ არ გამიშვეს. ახლა კი, ძირითადში მოხვედრის შანსი აღარ იყო, მე კი თამაში მსურდა და "დინამოსთან" კონტრაქტის შეწყვეტაზე შევთანხმდით", - გვითხრა სეფიაშვილმა.

სად ითამაშებს 27 წლის მეკარე, ჯერ უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბუბა ტყავაძე: გვინდა, უთამაშებელი ახალგაზრდები სხვა კლუბებში გავუშვათ
კოკა სეფიაშვილი: თბილისის "დინამოში" დებიუტს მოუთმენლად ველი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძმურად რუსთავში წამოდი რა
irakli
15:50 13-07-2013
0
მიდი კოკა ყველაზე მაგარი ხარ შენ იცი წარმატებები !!!!!
otari
15:26 13-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული