ბუბა ტყავაძე: გვინდა, უთამაშებელი ახალგაზრდები სხვა კლუბებში გავუშვათ

AutoSharing Option
გიუმრის "შირაქთან" შეხვედრაში თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. ზოგი მათგანი გუნდში გასინჯვაზე მიიწვიეს, ზოგსაც სხვაგან იჯარა დაუსრულდა და დუშან უჰრინმა შეამოწმა, რამდენად მზად არიან კლუბის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

მარცხენა მცველად მოსინჯული იგორ პროკურორი უკრაინელი ნახევარმცველია, რომელიც ბოლოს მოლდოვის A დივიზიონის "აკადემიაში" თამაშობდა. დავით ხურცილავას "ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტი დაუსრულდა და თავისუფალი აგენტი გახდა; ირაკლი ლექვთაძე შარშან ბოლნისის "სიონში" გაანათხოვრეს და იჯარა დაუმთავრდა; რუსთავის "მეტალურგის" შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძე კი გასინჯვაზე მიიწვიეს.

რომელი მათგანი დარჩება და რომელს შეელევიან? სატრანსფერო საკითხებზე "ლელო"
კლუბის სპორტულ დირექტორს, ბუბა ტყავაძეს ელაპარაკა.

- საინტერესოა, რა ბედი ელით გასინჯვაზე მიწვეულ მოთამაშეებს - მეტ-ნაკლებად შეხვედრამ თითოეულის შესაძლებლობები გამოაჩინა...
- ლექვთაძე "დინამოს" მოთამაშეა, მოსამზადებელ ეტაპზე დავაკვირდებით და ამის შემდეგ მწვრთნელი გადაწყვეტს, დარჩება თუ არა.

რაც შეეხებათ ხურცილავასა და მიქაბერიძეს: მიგვაჩნია, რომ აქვთ გარკვეული თვისებები, რაც შესაძლოა, ჩვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. ვაკვირდებით და გვინდა, წარმატება ვუსურვოთ.

მიქაბერიძე "მეტალურგში" ჩემი ხელმძღვანელობის დროს თამაშობდა და ვიცი, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ფეხბურთის თამაში შეუძლია და თუ გუნდს მოსამზადებელ ეტაპზე აჰყვება და ფიზიკურად გაძლიერდება, მიმაჩნია, რომ ბევრს მოახერხებს.

ხურცილავას კი დადებითი თვისებები აქვს, ფიზიკურად ძლიერი და სწრაფია. დღეს გვაინტერესებდა, ტაქტიკას ალღოს როგორ აუღებდა.

კიდევ ერთ პოტენციურ ახალწვეულს, პროკურორს ჩვენს მწვრთნელთან რეკომენდაცია გაუწიეს და უთხრეს, რომ საინტერესო თვისებები აქვს. დუშანს მისი თამაშში ნახვა სურდა. ახლა დავსხდებით და მოვიფიქრებთ, დარჩება თუ არა გუნდში.

- თამაშიდან და თქვენი ლაპარაკიდან გამომდინარე, პროკურორის დარჩენა ნაკლებად სარწმუნოა...
- სავარაუდოდ, ასე იქნება.

- "შირაქთან" "დინამოს" თამაშის ხარისხზე რას იტყვით?
- შეხვედრისთვის საგანგებოდ არ ვემზადებოდით, ბიჭებმა საკმაოდ დიდი დატვირთვების ფონზე ივარჯიშეს და ამის გათვალისწინებით, მიმაჩნია, რომ გუნდს თავი ურიგოდ არ წარმოუჩენია.

- ბევრი დინამოელის ამბავია გასარკვევი...
- სავარაუდოდ, კვლავ "ჩიხურაში" ითამაშებს გიორგი რეხვიაშვილი და მასთან ერთად, ჯაბა ჯიღაურიც. ცხინვალის "სპარტაკში" წავიდა გიორგი თექთურმანიძე და ალბათ, ნიკა კვეკვესკირსაც იქვე გავუშვებთ.

კიდევ არის რამდენიმე მოთამაშეზე მოლაპარაკება, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ახლა გაიხსნა და ჯერ ბევრი მოთამაშის საკითხია გასარკვევი. მალე სხვა შეთანხმებებზეც შეიტყობთ.

ჩვენი სურვილია, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებში გავუშვათ ის ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა აკლიათ. მათ უნდა ითამაშონ და გაიზარდონ.

- გიორგი დევდარიანი გორის "დილაში" გადავიდა და მისთვის ნაცნობი ფეხბურთელების წაყვანა სურდა...
- გორის "დილადან" იყო თხოვნა და იქ სანდრო რეხვიაშვილი გავანათხოვრეთ.

- არჩილ ტვილდიანისა და ლაშა პარუნაშვილის იჯარა არ უთხოვიათ?
- ჩვენ არ გვინდა, რომ პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები პრაქტიკის გარეშე დარჩნენ და თუ უმაღლეს ლიგაში კონკრეტული შემოთავაზება ექნებათ, უარს არ ვიტყვით.

- მეკარე კოკა სეფიაშვილი საერთოდ აღარ ჩანს - მისი ამბავი როგორ გადაწყდა?
- მისით დაინტერესებულ კლუბებს შარშანაც ველოდებოდით და სამწუხაროდ, არავინ გამოჩნდა. ახლა, თუ რომელიმე გუნდს მისი წაყვანა მოუნდება, ხელს არ შევუშლით.

P.S. 18 ივნისს ავსტრიაში გასამგზავრებელთა სიის გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, რომ "დინამო" იგორ პროკურორს დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მიკელ ალვარო თბილისის "დინამოდან" წავიდა
დინამო-შირაქი 1:1 - ახა­ლი გუნ­დის კონ­ტუ­რე­ბი [VIDEO]
დავით კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
დუშან უჰრინი: არ ვფიქრობ, რომ ქართველებს განსხვავებული მენტალიტეტი გაქვთ
რომან ფიფია: არ ვითამაშებთ იმ ქალაქში, სადაც ნორმალური მოედანი არ იქნება
თბილისის "დინამო" - მონატრებული ზეობა
ბუბა ტყავაძე: გული მწყდება - რატომ უნდა გავხდეთ ქართველები სხვების დასაცინი?
ბუბა ტყავაძე: თბილისის "დინამო" ფეხბურთელს ყველგან ვერ გაუშვებს
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლიგაზე დინამო ვერ გავა რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი და საერტოდ სანამ ბუბა ტყავაძე და მისნაირები დინამოსი იპარპაშებენ სულ ასე ვიქნებით
guga
10:39 21-06-2013
0
კვეკვესკირს გარსია სასტავში აყენებდა,ამან სულ დაღუპა,ცხინვალში როგორ უნდა მოუმატოს,ან ჟიღაურმა,კიდევ რომელი ერთი!!!
niazi
12:36 20-06-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული