"ზუგდიდში" კატასტროფული ვითარებაა - გულშემატკივრები აქციებზე ფიქრობენ

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატი 25 დღეში დაიწყება. შესვენება დაუსრულდა და მზადება დაიწყო "ზუგდიდმა", მაგრამ ვაი ამ მზადებას. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც ფეხბურთელები ვარჯიშობენ, მაგრამ ჯერ მთავარი მწვრთნელიც არ ჰყავთ!

"ზუგდიდის" დირექტორ მალხაზ ჭეჟიას იმედი, რომ ლიტვიდან ცნობილ სპეციალისტს ჩამოიყვანდა, ჯერჯერობით ვერ ასრულდა - გუნდის ბიუჯეტი ცარიელია და უცხოელ მწვრთნელს ვინ ჩივის, ადგილობრივსაც ვერ იწვევენ.

დასრულებული სეზონის შემდეგ ეს პოსტი ელგუჯა ქომეთიანმა დატოვა, მაგრამ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტი კლუბის სისტემაში დარჩა. როგორც წლების წინ, ის ამჯერადაც ასაკობრივ და ჭაბუკთა გუნდებთან იმუშავებს.

მთავარი
მწვრთნელის არყოფნაში გუნდს ქომეთიანის ყოფილი ასისტენტი და ასაკობრივი გუნდის მწვრთნელები, ბორის გუგუჩია და მამუკა ჭაჭუა ავარჯიშებენ. სინჯებზე 30-მდე ახალგაზრდა გამოცხადდა, რომლებიც უფულობასაც არად დაგიდევენ, ოღონდ დიდ ფეხბურთში გზა გაიკვალონ.

"ზუგდიდის" საკადრო ცვლილებების ნაწილი უკვე ცნობილია: გუნდში ქუთაისის "ტორპედოს" მცველი დათა რიგვავა დაბრუნდა, თავდამსხმელი ირაკლი ქობალია კი კარიერას "ზესტაფონში" გააგრძელებს. შესაძლოა, კვლავ ძველი კლუბის ფორმა მოირგოს გიორგი პაჭკორიამ.

23 წლის ნახევარმცველი შარშან "გაგრამ" შეიძინა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდის ხელმძღვანელებმა შემადგენლობის გაახალგაზრდავება რომ გადაწყვიტეს, გიორგი თავისუფალი აგენტი გახდა.

"პირველ ლიგაში თამაში არ მსურდა და "გაგრადან" ამიტომ წამოვედი, მაგრამ ჯერ არც ვიცი, "ზუგდიდში" დავბრუნდები თუ არა. 15 ივლისს გუნდი ამხანაგურად ითამაშებს და შესაძლოა, ვითამაშო.

მითხრეს ბოლნისის "სიონზეც" და ჯერ ზუსტად არც ვიცი, სად ვითამაშებ",
- ამბობს პაჭკორია.

ამასობაში სოციალურ ქსელებში გავრცელდა კლუბის გულშემატკივართა მიმართვა:

"მივმართავთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც "ზუგდიდის" ბედი აღელვებს და გულთან ახლოს მიაქვს კლუბში არსებული ვითარება. არ აქვს მნიშვნელობა, ის ფან-კლუბ "აბრაგის" წევრია თუ "მგლების". ყველამ კარგად ვიცით, რაც დღეს კლუბში ხდება.

ვიმედოვნებთ, რომ "ზუგდიდში" ყველაფერი მოგვარდება, მაგრამ დრო მიდის, ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. ამ ყველაფერს თითოეული გულშემატკივარი განიცდის და დროა, ყველამ ვთქვათ, რომ "ზუგდიდს" ჰყავს გულშემატკივარი, რომელიც საყვარელი კლუბის დაშლის უფლებას არავის მისცემს".


მოკლედ, უნიჭიერესი ფეხბურთელების გამზრდელი ქალაქის გუნდში კატასტროფული ვითარებაა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რადგან ზუგდიდში სულ ასე ხდებოდა, მიდის ჭიდაობა გუნდსა და დამფინანსებელს შორის, მაგრამ საქმეს ვერა და ვერ ეშველა.

გულშემატკივრებიც ამიტომ გააქტიურდნენ და მათ თბილისელი მხარდამჭერები ჰყავთ - "ქართული სპორტის ქომაგთა ლიგა". სწორედ ისინი აქეზებენ, რომ მიბაძონ გორის "დილასა" და ფუტსალის "იბერია სტარის" გულშემატკივრებს და ხელისუფლება აქციებით აიძულონ, ფეხბურთზე მზრუნველობა გამოიჩინოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
გიორგი777, ყოჩაღ! zugdidi, ეგ არის ევროპული მოდელი და თუ გინდა მიიღე რჩევად, თუ არადა დარჩით სსრკ-ში...
sagol
16 ივლისი 2013 22:06
0
ორ დგეში არ იქნება გარკვეული ყველაფერი და პარატა რევოლუცია მოხდება ზუგდიდში.ზუგდიდში ნახევარზე მეტ ხმას დაკარგავენ ესენი ამ საქციელით.
ჯუზეპე
16 ივლისი 2013 03:15
0
გიორგი777-რა იყო ეხლა ეგ ღადაობ თუ რჩევას გვაძლევ შენი აზრით?
zugdidi
16 ივლისი 2013 01:19
0
ბადრი ტუტბერიდზე დანისჰნონ მტავარ მცვრტნელად და ის გააკეტებს საკმეს ზუგდიდურს ოდისჰის მცვრტნელი რო იკო ზედა ადგილებიდან არ ცჰამოსულა გუნდი. ბოლობოლო ეს კაცი ლეგენდა იკო ზუგდიდის ფეხბურტის
domenti
15 ივლისი 2013 16:22
0
აქციებზე თუ ფიქრობთ, ასეთი გამოსავალი არ შეიძლება? - გააკეთეთ სააქციო საზოგადეოება "ს.კ. ზუგდიდი". გულშემატკივრებმა შეიძინეთ და გაინაწილეთ მისი აქციები, თქვენ თვითონ დააფინანსეთ თქვენი კლუბი.
გიორგი777
15 ივლისი 2013 13:20
0

სიახლეები პოპულარული