ქუთაისის "ტორპედომ" მეორე უცხოური შეკრება დაგეგმა

AutoSharing Option
24 ივლისიდან 3 აგვისტომდე ქუთაისის "ტორპედო" ახალი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე მეორე უცხოურ შეკრებას გაივლის.

24 ივლისს გუნდი თურქეთისკენ აიღებს გეზს და კაპადოკიის მთავარ ქალაქ ნევსეჰირიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარე სასტუმრო Avrasya Hotel-ში დაბანაკდება, სადაც ფეხბურთელების მოსამზადებლად ოპტიმალური პირობებია შექმნილი.

ჟერარდ სარაგოსას შეგირდები თურქეთში 28-31 ივლისსა და 2 აგვისტოს სამ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

სპარინგ-პარტნიორთა ვინაობასა და შეკრებაში მონაწილე ფეხბურთელთა სია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Sportall.Ge

fctorpedo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული