"ზესტაფონს" თურქულ შეკრებაზე ორი ახალი ლეგიონერი შეუერთდა

AutoSharing Option
"ზესტაფონი" ახალი სეზონის სტარტისთვის მზადებას განაგრძობს. როგორც იცით, ფეროელები შეკრებაზე თურქულ კარტეპეში იმყოფებიან.

მათ ბანაკს ორი ფეხბურთელი შეუერთდა - 21 წლის სერბი მცველი ბორისლავ ტერზიჩი, რომელიც აქამდე სერბეთის უმაღლესი დივიზიონის კლუბ "დონი სრემის" ღირსებას იცავდა, და მისი თანატოლი ბრაზილიელი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსი, რომელიც ბოლოს იაპონური "ჯეი ლიგის" წარმომადგენელ "კავასაკიში" ასპარეზობდა. მათი საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

27 ივლისს საქართველოს ორგზის ჩემპიონი თურქულ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას გამართავს - "ზესტაფონი" თურქეთის ჩემპიონატის პირველი დივიზიონის წარმომადგენელ "მანისასპორს" დაუპირისპირდება.

მატჩი თბილისის დროით
18 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge
ბორისლავ ტერზიჩი

Sportall.Ge
რენე ფერეირა დოს სანტოსი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული