"ვიტ ჯორჯიამ" საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 მოუგო. გოლების ავტორები გახდნენ ელგუჯა ლობჟანიძე (16) და გიორგი ჯანელიძე (52,69), რომელმაც დუბლი შეასრულა.
მარტვილის "მერანმა" ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ანგარიში აკაკი შურაიამ 46-ე წუთზე გახსნა და "მერანი" წინ გაიყვანა, პაპუნა ფონიავამ კი 53-ე წუთზე მერანელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა. სპარტაკელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს, თუმცა ისიც ფონიავაც ანგარიშზეა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა.
ქუთაისში "ტორპედოს" რუსთავის
ტურის დანარჩენი მატჩები 11 აგვისტოს ჩატარდება.
ასევე იხილეთ:
საქართველოს XXV ჩემპიონატი. I ტურის წინათქმა