საქართველოს ჩემპიონატი. I ტური: ჩისკომ თბილისის "დინამოს" გამარჯვება მოუტანა

AutoSharing Option
11 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის I ტურის სამი მატჩი გაიმართა. ევროპალიგაზე წარმატებით მოთამაშე გორის "დილამ" ჩემპიონატიც მოგებით დაიწყო. გიორგი დევდარიანის გუნდმა სტუმრად 2:1 დაამარცხა ბოლნისის "სიონი".

"სიონი" მცველმა დაჩი ფოფხაძემ მე-11 წუთზე დააწინაურა. 39-ე წუთზე "ჰაიდუკთან" საპასუხო მატჩის გმირმა გრიგოლ დოლიძემ გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი გამარჯვების გოლი მანვე გაიტანა (77-ე წუთი).

საჩხერის "ჩიხურამ" ევროთასებზე ნაკლები წარმატებით იასპარეზა (დებიუტანტმა მხოლოდ ერთი ეტაპი გაიარა), თუმცა ჩემპიონატი ამ გუნდმაც გამარჯვებით დაიწყო, "ზუგდიდს" 3:1 სძლია. ლაშა ჭელიძემ მე-12
წუთზე დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ირაკლი ეხვაიამ 51-ე წუთზე გაათანაბრა.

78-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა ისევ დააწინაურა საჩხერელები, ხოლო ანგარიშს წერტილი რატი წინამღძღვრიშვილმა ბოლო წუთზე დაუსვა.

საქართველოს ჩემპიონმა "დინამომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა. ანგარიში 27-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გახსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი ქობალიამ გაქვითა და ალბათ პირველი სენსაციაც შედგებოდა, რომ არა მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე "ზესტაფონის"მცველთა უნიათო თამაში, ბურთი ჩისკო მუნიოსს მიუვიდა და ესპანელმაც "დინამოს" 3 ქულა მოუტანა - 2:1.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. I ტური: "ვიტ ჯორჯია" და "მერანი" მოგებით იწყებენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესეთი კომენტარებით და განწყობით მართლა არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს, ტოტენჰემთან სასწაული უნდა მოხდეს რომ გავიმარჯვოთ და ეს ამ თამაშამდეც იცოდით ასერომ დაკნინებას შეეშვით... ესეთი გულშემატკივრების ხელში მოედანზეც კი არ გავიდოდი... ვინც მოიგო ყველამ კარგად ნახეთ და ზესტაფონი სუსტი გუნდი არ არის თამაში შეუძლიათ ნებისმიერი გუნდის სიძლიერე რომ გამოჩნდეს მოწინააღმდეგეც შესაბამისი უნდა იყოს და ზესტაფონი რატომ ჩამოწერეს ჯერ კაციშვილმა არ იცის თამაშ რაც შეეხება 2წლის წინ შიდა ჩემპიონტი არ იყურებოდა და გუშინ ფეხბურთს გავდა თამაში
rati
10:25 12-08-2013
0
სრულად უნიათო და არაფრის მქნელი გუნდია დინამო, რას გავდა გუშინდელი თამაში, ფეხბურტის გარდა ყველაფერი იყო. ეხლა უკვე მიკვირს ფარერების გუნდს როგორ მოუგეს საცოდავებმააა
ჩოხააა
09:10 12-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული