საქართველოს ჩემპიონატი. I ტური: ჩისკომ თბილისის "დინამოს" გამარჯვება მოუტანა

AutoSharing Option
11 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის I ტურის სამი მატჩი გაიმართა. ევროპალიგაზე წარმატებით მოთამაშე გორის "დილამ" ჩემპიონატიც მოგებით დაიწყო. გიორგი დევდარიანის გუნდმა სტუმრად 2:1 დაამარცხა ბოლნისის "სიონი".

"სიონი" მცველმა დაჩი ფოფხაძემ მე-11 წუთზე დააწინაურა. 39-ე წუთზე "ჰაიდუკთან" საპასუხო მატჩის გმირმა გრიგოლ დოლიძემ გაათანაბრა. მეორე ტაიმში კი გამარჯვების გოლი მანვე გაიტანა (77-ე წუთი).

საჩხერის "ჩიხურამ" ევროთასებზე ნაკლები წარმატებით იასპარეზა (დებიუტანტმა მხოლოდ ერთი ეტაპი გაიარა), თუმცა ჩემპიონატი ამ გუნდმაც გამარჯვებით დაიწყო, "ზუგდიდს" 3:1 სძლია. ლაშა ჭელიძემ მე-12
წუთზე დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ირაკლი ეხვაიამ 51-ე წუთზე გაათანაბრა.

78-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა ისევ დააწინაურა საჩხერელები, ხოლო ანგარიშს წერტილი რატი წინამღძღვრიშვილმა ბოლო წუთზე დაუსვა.

საქართველოს ჩემპიონმა "დინამომ" "ზესტაფონს" უმასპინძლა. ანგარიში 27-ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა გახსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი ქობალიამ გაქვითა და ალბათ პირველი სენსაციაც შედგებოდა, რომ არა მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე "ზესტაფონის"მცველთა უნიათო თამაში, ბურთი ჩისკო მუნიოსს მიუვიდა და ესპანელმაც "დინამოს" 3 ქულა მოუტანა - 2:1.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ჩემპიონატი. I ტური: "ვიტ ჯორჯია" და "მერანი" მოგებით იწყებენ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
dinamom zestafons zlivs mougo da totenxems xo daangrevs, samcuxarod dinamo araa is gundi rasac fifias mosvlis shemdeg eloda kartveli gulshematkivari
giorgi
20:50 11-08-2013
0
მე არცერთის გულშემატკივარი არა ვარ საქართველოს პირველობაზე მაგრამ დინამო ნულია ზესტაფონი ჯობდა დინამოს პენსიონერი ლეგიონერები რო ჰყავს ფიფიას ან ვინცხა აბოლებს ან თვითონ აზრზე არ არის მეცოდება ამდენ მილიონებს რო ხარჯავს საცოდავი დინამო ტოტენჰემთან
kaxa
21:09 11-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული