ვერდიქტი: თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონისგან" თავისუფალი არ არის!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტმა განიხილა ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილის სარჩელი და ვერდიქტიც გამოიტანა - მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ფეხბურთელი კვლავ "ზესტაფონის" წევრად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ "ზესტაფონში" გაურკვევლობა იყო და, შესაბამისად, ხელფასები გვიანდებოდა. ფიფას წესებით კი, თუ კლუბი ფეხბურთელს ხელფასს არ უხდის, მოთამაშეს უფლება აქვს, გათავისუფლების ფურცელი მოითხოვოს, ანუ თავისუფალი აგენტი გახდეს.

გორგიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და სატრანსფეროდაც საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ მაშინ დაწინაურდა "ზესტაფონში",
როცა გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. მას მერე კი, რაც ფეროელთა მთავარი მწვრთნელი სერბი რატკო დოსტანიჩი გახდა, გორგიაშვილს ამ გუნდში არ უვარჯიშია.

ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტის გადაწყვეტილების მიუხედავად, გორგიაშვილი მაინც არ გამოცხადებულა "ზესტაფონში".

ფეხბურთელის სამსახურებრივი მოვალეობა ვარჯიში და თამაშია, იურიდიულად ის ჯერაც "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მაგრამ ფაქტობრივად, კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანამშრომლობა შეწყვეტილია.

შევიტყვეთ, რომ გორგიაშვილი ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და რადგან "ზესტაფონში" ჯერ არ დაბრუნებულა, დიდი შანსია, სწორედ აპელაციის გზას დაადგეს.

დასანანია, რომ ასეთი მონაცემების ფეხბურთელი უქმადაა. როგორც ჩანს, კლუბსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შემდეგ მოლაპარაკება არ ყოფილა და ყველაფერი იურიდიული პროცედურებით გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს
თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია
მკითხველის კომენტარები / 20 /
ფედერაციამ სარჩელი დაუკმაყოფილა გორგიაშვილსო, მართალია?
ლევანი
03 სექტემბერი 2013 11:25
0
TORNIKE – რატომაც არა, წინა სტატიებიც წავიკითხე 3 თვიანი დავალიანება ქონია კლუბს, არ ჯობია გაანთავისუფლონ ვალდებულებებისაგან, ვიდრე საბოლოოდ დამცირდეს კლუბი ამ ფაქტის გამო? იცი რა გამოდის, რომ ტრეფიკინგია, ამუშავებ და არ უხდი, მე გავუშვებდი და ბოდიშსაც მოვუხდიდი, არ არის ეს დასაძრახი ჩვენი მხრიდან ეს ბიჭი ამით არსებობს და პრობლემები არ უნდა შევუქმნათ
zestas fani
14 აგვისტო 2013 12:29
0
ვერ მისცემ მასე განთავისუფლების ფურცელს, მერე ყველა დაიკიდებს კონტრაქტს
Tornike
13 აგვისტო 2013 21:55
0
იცით, ეხლა ვკითხულობ კომენტარებს და ვხვდები რამხელა ღვარძლი აქვს ზოგს და რის გამო ალბათ თავადაც არ იციან, არ ვიცავ გორგიაშვილს მაგრამ ფაქტია ბინძურად ებრძვიან თუნდაც ამ კომენტარებით და ეს ყველაფერი რაში აწყობს ჩვენს გუნდს ვერ ვხვდები, მე კოკაიას ადგილას მივცემდი განთავისუფლების ფურცელს და ამით ამოვწურავდი კონფლიკტს, ეს ამბავი პირველ რიგში ზესტაფონს არ აწყობს, იმიჯის მხრივ.
zestas fani
13 აგვისტო 2013 21:35
0
როგორც ვიცი არც კლუბის მოტხოვნა დაუკმაკოფილებია კომიტეტს
klubi
13 აგვისტო 2013 19:40
0
მეე პირადად ზესტაფონელი ვარ და გორგიაშვილი აგარ მინდა გუნდში უბრალოდ კონტრაქტის გამო მოცდა მოუცევს არ ინერვიულოტ მაგის ადგილი მაინც აგარაა გუნდსში
giorgi
13 აგვისტო 2013 18:44
0
გამოაქვეყნეთ ერთი ეგ ვერდიქტი, რა არის ამისთანა, თუ შეიძლება გამოქვეყანება და საერთოდ ჟურნალისტმა საიდან მიიღო? ფედერაციამ გაასაჯაროვა? მაშინ ჩვენ, გულშემატკივრებმა რატომ არაფერი ვიცით?
avtors
13 აგვისტო 2013 18:05
0
2222- მისაღები უკვე მიიღე ტყუილების წერისთვის
sabam
13 აგვისტო 2013 17:44
0
ვერდიქტი უკვე გამოუტანეთ ფეხბურთელს? ყველა გზა მოუჭერით? დავიჯერო ეს მხოლოდ უცოდინარი ჟურნალისტის მიერ მოტანილი სიტყვაა და მეტი არაფერი? მინდა მჯეროდეს მაგრამ... თქვენი წინა სტატიებიც წავიკითხე ამ "პრეცედენტის" შესახებ და ეჭვი მაქვს დიდი ობიექტურობით გამოირჩეოდეთ.
daviddavid
13 აგვისტო 2013 17:31
0
წაშალეს, თუმცა მიაღები მიიღე რომ იცოდე
2222
13 აგვისტო 2013 17:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული