ვერდიქტი: თორნიკე გორგიაშვილი "ზესტაფონისგან" თავისუფალი არ არის!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტმა განიხილა ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილის სარჩელი და ვერდიქტიც გამოიტანა - მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ 25 წლის ფეხბურთელი კვლავ "ზესტაფონის" წევრად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ "ზესტაფონში" გაურკვევლობა იყო და, შესაბამისად, ხელფასები გვიანდებოდა. ფიფას წესებით კი, თუ კლუბი ფეხბურთელს ხელფასს არ უხდის, მოთამაშეს უფლება აქვს, გათავისუფლების ფურცელი მოითხოვოს, ანუ თავისუფალი აგენტი გახდეს.

გორგიაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და სატრანსფეროდაც საკმაოდ საინტერესო ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ მაშინ დაწინაურდა "ზესტაფონში",
როცა გუნდს გია გეგუჩაძე წვრთნიდა. მას მერე კი, რაც ფეროელთა მთავარი მწვრთნელი სერბი რატკო დოსტანიჩი გახდა, გორგიაშვილს ამ გუნდში არ უვარჯიშია.

ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტის გადაწყვეტილების მიუხედავად, გორგიაშვილი მაინც არ გამოცხადებულა "ზესტაფონში".

ფეხბურთელის სამსახურებრივი მოვალეობა ვარჯიში და თამაშია, იურიდიულად ის ჯერაც "ზესტაფონის" ფეხბურთელია, მაგრამ ფაქტობრივად, კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანამშრომლობა შეწყვეტილია.

შევიტყვეთ, რომ გორგიაშვილი ფედერაციის სააპელაციო კომიტეტში აპირებს ბრძოლის გაგრძელებას და რადგან "ზესტაფონში" ჯერ არ დაბრუნებულა, დიდი შანსია, სწორედ აპელაციის გზას დაადგეს.

დასანანია, რომ ასეთი მონაცემების ფეხბურთელი უქმადაა. როგორც ჩანს, კლუბსა და ფეხბურთელს შორის უთანხმოების შემდეგ მოლაპარაკება არ ყოფილა და ყველაფერი იურიდიული პროცედურებით გადაწყდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თორნიკე გორგიაშვილს აქვს შანსი, რომ ქართველი ბოსმანი გახდეს
თორნიკე გორგიაშვილი VS "ზესტაფონი" - საქმე უკვე წარმოებაშია
მკითხველის კომენტარები / 20 /
რა ეშველება ამდენ ტვინგაყინულს. კოკაია ყოფილა გორგის აგენტი და სხვა ვეღარ დაელაპარაკება თურმე :) საბა, შენ შეგეხე საერთოდ?
2222
13 აგვისტო 2013 16:57
0
2222 - კარგად გაერკვიე, სამი თვის სახელფასო დავალიანება რამდენის მიმართ აქვს სულ და კლუბის სახელით ნურავინ ისაუბრებს.
მე "ვბალეშჩიკობ" გორგიაშვილს რადგან, ხმა ამოიღო და თამამად თქვა ის რასაც სხვები ვერ ბედავენ.მე ზესტას შექმნის დღიდან ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ, ოღონდ ისეთი არა კოკაიას ფან-მონები რომ არიან. თორნიკე გორგიაშვილის აგენტი კი ნამდვილად ვიცი, რომ კოკაია არის თვითონ.
ნიკოლოზა
13 აგვისტო 2013 16:14
0
2222 (წაიკითხე ჩემი წინა კომენტარი და იქ თუ ტყუილს იპოვი, დაწერე ) რამდენჯერაც ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა იმდენი მტყუანს მოხვდეს, რამდენიც სიტყვა გატეხა მაგ არაკაცმა კოკაიამ იმდენი მტყუანს მოხვდეს.
Tornike
შენ, რო წერ აგენტი ურევს ტვიინსო, ეტყობა არ იცი, რო კოკაიამ წელიწადზე მეტია ვითონ იტვირთა გორგიაშვილის აგენტის ფუნქცია.
saba
13 აგვისტო 2013 15:54
0
წასვლა უნდოდა, ესაა მთავარი. მიზეზს ეძებს, ვიგაც აგენტი ურევს ტვინს
Tornike
13 აგვისტო 2013 15:16
0
კონტრაქტს არღვევს ტიპი და კიდევ ეს იჩაგრება? ხელფასი დაუგვიანდა მთელ კლუბს, თანც არა სამი თვით. ტრანსფერზე დაყენება ეთხოვა ჯობდა, მაგრამ მოუკლო სერიოზულად ისედაც და იყიდდა ვინმე?
2222
13 აგვისტო 2013 15:14
0
უყურე შენ აქ რა ამბები ხდება, გორგიაშვილის "დაჩაგვრა" არ უნდა შევარჩინოთ, იმიტომ რომ ერთადერთია მგონი ვინც ხმა ამოიღო,
ნიკოლოზა
13 აგვისტო 2013 14:57
0
ისე, კოკაიას ახლა გორგიაშვილისთვის ცხელა? დინამოს თამაშზე დაუცხიათ დინამოელებს კოკაიასთვის, ხვითოობის გამო, დიდი გაწევ-გამოწევა ყოფილა დინამო არენაზე. ა ნახეთ ციხეში თუ არ ამოალპოს, სუყველა მაგენი.განა ადრეც არ იმუქრებოდა, თქვენ საციხოდ გაქვთ საქმეო. მარა ქონქბის გადასახადს რო არიდებ თავს, აქეთ არ მოგედაონ.
saba
13 აგვისტო 2013 14:40
0
ანუ გაწირეს ბიჭი? რას ქვია აირტყავს?! ძლივს ვიღაცამ ხმა ამოიღო,სახელფასო პრობლემა გააპროტესტა და ასე ექცევით? სამი თვე ხელფასი არ აუღიაო ეწერა, საინტერესოა შემოსავლის გარეშე ვინ როგორ იარსებებდა 3 თვე?
წინა სტატიებს გადავხედე, თავართქილაძეს ზესტაფონი VS გორგიაშვილზე ექსკლუზივი აქვს მგონი :):):) მე გავასაჩივრებდი ფედერაციის გადაწყვეტილებას.
temo
13 აგვისტო 2013 14:06
0
სტატუსის კომიტეტმა დაამახინჯა ფაქტები და საერთაშორისო პრაქტიკის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა, რაზეც რათქმა უნდა სააპელაციოში იმსჯელებენ. რაც შეეხება კომიტეტის მიერ კლუბის მიმართ მიცემულ მითთითებებს, (სტატიის ავტორმა ჭორაობის ნაცვლად, მთლიანი ვერდიქტი გამოაქვეყნოს) გამოქვეყნდეს ის პუნტები. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას, ს.კ. "ზესტაფონი" 2 წლის წინ ბეწვზეა გადარჩენილი. კოკაიას კაი კაცობის გამო. ხოლო მკითხველებმა, თავი შეიკავეთ გორგიზე უსაფუძვლო ბრალდებებისაგან! რადგან სადაო ჯერ ძალიან ბევრია და ბევრს თმები ყალყზე დაუდგება სიმართლეს, რო გაიგებს.
saba
13 აგვისტო 2013 14:05
0
სამწუხაროდ არასწორ გზას დაადგა და აირტყამს დისკვალიფიკაციას.
1111111
13 აგვისტო 2013 13:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული