ლიდერი საჩხერის "ჩიხურა" მარტვილის "მერანთან" დამარცხდა

AutoSharing Option
13 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის V ტურის სამი შეხვედრა გაიმართა.

მარტვილის "მერანთან" სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში მარცხი იწვნია სატურნირო ცხრილის ლიდერმა საჩხერის "ჩიხურამ".

ანგარიშში "მერანი" ორი ბურთით გიორგი მელქაძემ (10 წუთი) და ბექა ციკოლიამ (22) დააწინაურეს. ჯამბულ ჯიღაურმა სხვაობის შემცირება მალევე შეძლო, თუმცა ტაიმის დასრულებამდე სტატუს-კვო შოთა ბაბუნაშვილმა აღადგინა.

მატჩის მეორე ნახევარში საჩხერელებმა მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლეს. საბოლოო ანგარიში ბოლო წუთზე დავით ოდიკაძემ დააფიქსირა - 3:2 მარტვილელთა სასარგებლოდ.

ფრედ დასრულდა შეხვედრა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ბოლნისის "სიონმა"
"ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა. ბოლნისელები ლადო ახალაიამ მე-8 წუთზე დააწინაურა, თუმცა მატჩის მიწურულს ირაკლი ღიბრაძემ (80) "ვეტერინარებს" ქულა მაინც გადაურჩინა.

რუსთავში, "ფოლადის" სტადიონზე "მეტალურგმა" ცხინვალის "სპარტაკი" მიიღო და 22-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილის გატანილი გოლით დაამარცხა.

ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი ერთადერთია უმაღლეს ლიგაში, რომელმაც აქამდე ქულა ვერ მოიპოვა.

V ტურის დარჩენილი მატჩები: "დინამო"-"ზუგდიდი", "ზესტაფონი"-"დილა" და "ტორპედო"-"გურია" მოგვიანებით დასრულდება.

მომზადებულია gff.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული