დუშან უჰრინი: ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოვუწოდე [VIDEO]

AutoSharing Option
21 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურში, სტუმრად "ვიტ ჯორჯიასთან" გამარჯვებამ თბილისის "დინამო" სატურნირო ცხრილში გაალიდერა.

დუშან უჰრინის შეგირდებმა "მცხეთა პარკზე" მეტოქეს ანგარიშით 2:0 სძლიეს. 73-ე წუთზე დორინ გოგამ გაიტანა, მატჩის მიწურულს კი თავი ელგუჯა გრიგალაშვილმა გამოიჩინა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ დინამოელთა თავკაცმა კლუბის ოფიციალურ საიტთან კომენტარი გააკეთა:

"ჩვენთვის თავიდანვე რთულად წარიმართა თამაში. ვიცოდით, რომ პირველ ადგილზე გადასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდებოდა. ფეხბურთელებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოვუწოდე.

თამაშით კმაყოფილი ვარ, მატჩის განმავლობაში ერთი შეცდომა დავუშვით.

ახლა ყველანი მომდევნო სათასო შეხვედრაზე
ვფიქრობთ, რომელსაც სტუმრად ჩავატარებთ".


შემდეგ მატჩს თბილისის "დინამო" 25 სექტემბერს, ხობის "კოლხეთთან" ჩაატარებს.

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედოს" უმაღლესი ლიგის ლიდერობა ჩამოართვა
მკითხველის კომენტარები / 1 /
არაფერი არ ეშველება ქარტულ ფეხბურტს ტუ არ ამახლდა საქარტველოს ჩეპიონატი სულ ესე ვიქნებიტ მისახედია რას სჰვება ლევან ყიფიანი ფულს ცჰავდებო ხუტ წლიან პოგრამა იქნებაო დავიწყდა ეს ნადზირალა გალეწარი გაეტრიოს აქედან ვინმეა მოსადზებნი ვიც მარტლა გაკეტებს საქმეს მე მაგალიტად ვისურვებდი კახა კალადზეს ის უფრო კარგად მიხედავს სპორტს
irakli
21:59 22-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული