ჩემპიონი თბილისის "დინამო" მცხეთაში "ვიტ ჯორჯიას" ესტუმრა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. 73-ე წუთზე დორინ გოგამ გაიტანა, მატჩის მიწურულს კი თავი ელგუჯა გრიგალაშვილმა გამოიჩინა. ამ გამარჯვებამ დუშან უჰრინის გუნდი სატურნირო ცხრილში გაალიდერა.
განმუხურში ქულას დასჯერდა ქუთაისის "ტორპედო", რომელიც "ზუგდიდს" უგოლოდ დაშორდა.
ქუთაისში გაიმარჯვა საჩხერის "ჩიხურამ", რომელმაც გორის "დილას" ანგარიშით 3:1 სძლია. პირობითად მასპინძლები ჯამბულ ჯიღაურმა 19-ე წუთზე დააწინაურა. 46-ე წუთზე გათანაბრება ირაკლი მოდებაძემ შეძლო, თუმცა დიმიტრი ტატანაშვილმა 54-ე
ამავე ანგარიშით გაიმარჯვა ლანჩხუთის "გურიამ", რომელმაც ქობულეთში რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშის გახსნა რუსთაველებმა შეძლეს - 47-ე წუთზე თავი ლევან კორღალიძემ გამოიჩინა, თუმცა ამის შემდეგ ალექსანდრე შენგელიამ (63-ე), კობა შალამბერიძემ (83) და თენგიზ ჩიკვილაძემ (90) გაიტანეს და ახალ მთავარ მწვრთნელს, უკრაინელ რომან პაკორას სადებიუტო მატჩშივე საქმე მისალოცად გაუხადეს.
ბევრისთვის მოულოდნელად, დამარცხდა "ზესტაფონი", რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტაიდონზე, ცხინვალის "სპარტაკს" სტუმრობდა. მატჩში ერთადერთი გოლი კახაბერ კაკაშვილმა 90-ე წუთზე გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ "სპარტაკს" უმაღლესი ლიგის პირველ ხუთ ტურში ქულაც არ ჰქონდა მოპოვებული.
სამი ქულა მიითვალა მარტვილის "მერანმა", რომელიც სამტრედიაში ბოლნისის "სიონს" მასპინძლობდა. მარტვილელებმა ლაშა კუჭუხიძისა (12) და თეიმურაზ ფარულავას (34) გოლებით საქმე პირველივე ტაიმში მოითავეს.