მთლიანობაში მატჩი ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა. ქუთათურებს პირველ ტაიმში უფრო მეტი საგოლე შანსი მიეცათ, ვიდრე მეორეში.
საბანაძე-ჯიქია-ახვლედიანი - ამ ფეხბურთელთა მიერ დარტყმული ბურთები მასპინძელთა მეკარე მამალაძემ არ გაუშვა.
ტაიმის შუაში თამაში რამდენიმე წუთით შეჩერდა. ამის მიზეზი ერთ-ერთი ზუგდიდელის უხეშობა იყო. წაკინკლავებული გუნდები თანდათან დამშვიდდნენ.
ჟერარდ სარაგოსას შეგირდები ხშირად ფლობდნენ ბურთს და მრავალსვლიანი კომბინაციებით ცდილობდნენ წინ გასვლას, მაგრამ ამ მიზნის მიღწევაში ხელის შემშლელი
მეორე ტაიმში "ტორპედოს" უპირატესობა მასპინძლებმა თითქმის გაანეიტრალეს, თუმცა, როგორც მათ, ასევე სტუმრებმაც ერთმანეთის კართან განსაკუთრებული ხიფათი ვერ შექმნეს, გარდა ერთი მომენტისა, როცა შეცვლაზე შესულმა კაპანაძემ, რომელიც საჯარიმოს შუაგულში იმყოფებოდა, მარჯვენა მხრიდან ჩაწოდებულ ბურთს ფეხის ერთი შეხებით დაჰკრა. თორნიკეს სიზუსტემ უმტყუნა.
ბოლო წუთებიც საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მაგრამ არცერთი საგოლე დარტყმა არ შესრულდა და მსაჯის საფინალო სასტვენმა "ტორპედოს" ზედიზედ მეორე უგოლო ფრე დააფიქსირა (0:0).
წყარო: www.fctorpedo.ge