თბილისის "დინამომ" ლიდერობა განიმტკიცა

AutoSharing Option
29 სექტემბერს საქართველოს ჩემპიონატის მე-7 ტურის 5 მატჩი გაიმართა. ერთი კი 30 სექტემბერს შედგება - ქუთაისის "ტორპედო" "ვიტ ჯორჯიას" მასპინძლობს.

ბოლნისის "სიონი" საჩხერის "ჩიხურას" დაუზავდა - 2:2. დიმიტრი ტატანაშვილმა სტუმრები 46-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ იქვე ფეხბურთში დაბრუნებულმა ირაკლი სამხარაძემ გაათანაბრა.

84-ე წუთზე აკაკი მიკუჩაძემ "სიონი" წინ გაიყვანა, მაგრამ 90-ე წუთზე ლაშა ჭელიძემ წონასწორობა აღადგინა.

რუსთავში "მეტალურგმა" გოგი ფიფიას ერთადერთი გოლის წყალობით მოუგო "ზუგდიდს" - 1:0.

შიდაქართლის დერბი გორის "დილასა" და ცხინვალის "სპარტაკს" შორის გიორგი დევდარიანის გუნდმა 3:1 მოიგო.

მიხეილ გორელიშვილმა
45-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 57 და 63-ე წუთებზე ირაკლი მოდებაძემ დუბლი შეასრულა. 87-ე წუთზე უჩა ბურჯანაძემ ერთი ბურთი გაქვითა.

თბილისის "დინამომ" მარტვილის "მერანს" უმასპინძლა. სტუმრები მოულოდნელად, მე-3 წუთზევე დაწინაურდნენ, ლამაზი გოლი გაიტანა ბექა ციკოლიამ.

მე-18 წუთზე დავით კვირკველიამ გაათანაბრა, ვეტერანმა მცველმა 51-ე წუთზე დუბლი შეასრულა, 2 წუთში კი გოლი ირაკლი ძარიამ გაიტანა. შემდეგ "მერანმა" კვლავ შეამცირა სხვაობა, ხოლო 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პატრიკ ვუომ ყველა კითხვა დღის წესრიგიდან მოხსნა - 4:2.

"ზესტაფონმა" ლანჩხუთის "გურიას" უმასპინძლა. 87-ე წუთზე მასპინძლები ირაკლი ქობალიამ დააწინაურა - 1:0.

თბილისის "დინამო" უახლოეს მდევარს უკვე 3 ქულით უსწრებს.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის VII ტურის წინ: მომზადების ფასი
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გითხრათ, რით გაგახაროთ? დანარჩენ კლუბებზე პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ასე გასაცოდავებული დინამო?
beri
21:47 29-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული