"ჩვენი უმთავრესი პრობლემა უფინანსობაა. სათქმელი ბოლომდე უნდა ითქვას და საჭიროა, ავხსნათ და გავაანალიზოთ, გუნდში მოსვლისას რა მემკვიდრეობა დამხვდა.
მართალია, "ზუგდიდს" ჰქონდა შედეგი და ზედა ექვსეულში ადგილი დაიბევა, მაგრამ ეს ყველაფერი რის ფასად მოხდა? განვლილი სეზონის პირველ ეტაპზე საბიუჯეტო სახსრები მაქსიმალურად დაიხარჯა და მეორე ეტაპზე კლუბს უზარმაზარი ვალები გადმოჰყვა.
2013 წლის იანვარში, დირექტორის რანგში ჩემი მოსვლისას, ბიუჯეტი 700 000 ლარი იყო. აქედან 220 000 ლარი
ოპონენტები გვსაყვედურობენ - თუ არასაკმარისი ბიუჯეტი იყო, ზამთარში თურქულ შეკრებაზე რატომ წახვედით, თანხა დაიზოგებოდაო. ეს ხალხი არაპროფესიონალიზმში მადანაშაულებს, მაგრამ ზედა ექვსეულში მოხვედრილ გუნდს სჭირდებოდა თუ არა სრულფასოვანი მომზადება?
იმასაც მსაყვედურობენ, რომ ხელფასისა და პრემიების თანხა უაზროდ გავფლანგე - რაც არ გვქონდა, როგორ გავფლანგე?"
კლუბის დირექტორმა სათამაშო ეკიპირებასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზეც ილაპარაკა:
"გუნდში დამხვდა ფორმები, რომლებითაც სარგებლობდნენ არა მხოლოდ უმაღლესი ლიგის, არამედ დუბლებისა და ჭაბუკთა ლიგის გუნდებიც. შესაბამისად, ეს ფორმები წელს ვერ გამოდგებოდა.
2012 წელს შეძენილი "ნაიკის" ორი სათამაშო კომპლექტი გუნდს შარშანვე უნდა მიეღო, მაგრამ თანხის გადაუხდელობის გამო დღემდე თბილისშია. ამჟამად "სალერის" ფორმები გვაცვია.
ვწუხვარ, ასეთ თემებზე რომ ვსაუბრობ, მაგრამ გუნდს სპორტული ეკიპირება საჩუქრად ეგვიპტელმა ლეგიონერმა გადასცა. კლუბის სახელით მას მადლობას ვუხდით".
სეზონის სტარტის ჩაგდების გამო "ზუგდიდი" უმაღლესი ლიგიდან გავარდნის ერთ-ერთ კანდიდატად ითვლება. ჭეჟია ამ თემასაც გამოეხმაურა:
"გაზაფხულზე სახელფასო ბიუჯეტი მაქსიმალურად შევკვეცეთ და ბოლო წლების განმავლობაში პირველად, გუნდში ხელფასებზე არ დაუწუწუნიათ.
ახლა ადგილობრივი ხელისუფლებისგან მყარი გარანტია გვაქვს - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაგვაფინანსებენ, ხოლო 2014 წლის ბიუჯეტში ყველაფერი ნათლად იქნება გაწერილი და ვფიქრობთ, ამ ქაოსს თავს დავაღწევთ.
ახლა მძიმე პერიოდია და როგორმე გუნდი უნდა შევინარჩუნოთ, შემდეგ კი თანდათან დავლაგდებით...
მინდა, ყურადღება სიახლეზეც გავამახვილო. ჩვენ ადრე "ბაიას" ბაზაზე ვემზადებოდით, რაშიც სოლიდური თანხები იხარჯებოდა. მეორე ეტაპზე მისი დაქირავება აღარ შეგვეძლო. ამიტომ თურქეთიდან დაბრუნებისთანავე "რუხის" ბაზის მოწესრიგებას შევუდექით და საკუთარი სახსრებით სველი წერტილები გავარემონტე.
მინდვრის საფარს მოწესრიგება სჭირდება, მაგრამ ამ საქმესაც მოვუვლით. ამ დღეებში კი ზედა ეწერის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყება, ხარისხიანი საფარი გვექნება და იქ მხოლოდ ჩვენი პირველი გუნდი ივარჯიშებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ამირ აზმი მეგაჰედი: მგონი, ქართველი მამლუქების შთამომავალი ვარ