29 სექტემბერს მარტვილელებმა "დინამოსთან" 2:4 წააგეს, მაგრამ ჩინებული თამაში აჩვენეს. თანაც, ჟვანიას გაწვრთნილებს თბილისელები აქამდეც გაუმწარებიათ და, ეტყობა, "დინამოს" დაინტერესება მოკრძალებულ კლუბში მისმა წარმატებულმა საქმიანობამ განაპირობა.
ამავე დროს, ისიც გვითხრეს, რომ ჟვანიას "მერანში" ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ასისტენტი კახა ჩხეტიანი შეცვლის.
"მერანის" პრეზიდენტმა ფრიდონ ინჯიამ კი ჟვანიას "დინამოში" შესაძლო მისვლის ამბავი ნაწილობრივ დაგვიდასტურა:
"ჟვანიას "დინამოში" გადასვლაზე ინფორმაცია მეც გავიგე, მაგრამ ეს ჯერ დასაზუსტებელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"