მერანი-ტორპედო 0:3 - წაუგებელი სერია გრძელდება [VIDEO]

AutoSharing Option
"მერანის" ბოლოდროინდელი წარმატებიდან გამომდინარე, წესით, ამ წყვილს გამოკვეთილი ფავორიტი არ უნდა ჰყოლოდა, მაგრამ მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპიროში დაგვარწმუნა.

მარტვილელთა დაბნეულ თამაშს ხელი, ალბათ, მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას წასვლამაც შეუწყო. ეს ინფორმაცია ფეხბურთელებისთვის შაბათს გახდა ცნობილი...

წინა მატჩისგან განსხვავებით, მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე იძულებული ცვლილება განხორციელდა - ტრავმირებული ლაშა კუჭუხიძის, გიორგი ლობჟანიძისა და გელა ხუბუას ნაცვლად, ძირითადში 18 წლის დებიუტანტი გიორგი გეგია ვიხილეთ.

ასევე, უმაღლეს ლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარეს მიხეილ ქაჯაიამ
და იმედა აშორტიამ, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ.

Sportall.Geშეხვედრა სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მატჩის ბედიც თითქმის პირველივე ტაიმში გადაწყდა. "ტორპედოს" დაწინაურება საწყის წუთებშიც შეეძლო, მაგრამ თორნიკე კაპანაძის თავური ძელმა აისხლიტა.

სტუმრებმა სწრაფი გოლი მაინც გაიტანეს - მარცხენა ფრთიდან დავით უბილავას მიერ ჩაწოდებულ ბურთს აქტიური კაპანაძე გამოეხმაურა და თავისიანები დააწინაურა.

ამ გოლმა იმერლებს ფრთები შეასხა. მათ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს - ნიკა საბანაძის, მათე ცინცაძისა და კუხიანიძის დარტყმები ჯონი შეროზიამ უკუაგდო.

25-ე წუთზე "მერანს" ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი მიეცა - პაპუნა ფონიავას გადაცემის შემდეგ ბექა ციკოლია, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე გადიოდა მეკარესთან, თუმცა უკანასკნელ წამს მაქსიმე ქვილითაიამ კარგად ითამაშა დასწრებაზე.

ზუსტად სამ წუთში კი იმერლებმა კიდევ ერთი მომენტი მეორე გოლად აქციეს - მერაბ გიგაურის გადაცემას ზაზა ჭელიძემ შეაგება თავი და - 2:0.

როგორც პირველი გოლის შემთხვევაში, აქაც შეიძლება ითქვას, რომ დაცვა ჩავარდა...

ამის შემდეგ თამაში საშუალო ტემპში გაგრძელდა. ბრძოლა, ძირითადად, მოედნის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარეობდა.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ მასპინძლებმა მეორე ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარეს და იმედისმომცემი გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ აკაკი შულაიამ და ფონიავამ მომენტების გამოყენება ვერ შეძლეს.

იმის მიუხედავად, რომ "მერანი" გააქტიურდა, ქუთათურებმა მოწინააღმდეგე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და მესამედაც შეარხიეს მარტვილელთა კარის ბადე - ამჯერად გოლის ავტორად კუხიანიძე მოგვევლინა. თამაშიც აქ დამთავრდა.

ქუთაისელებმა კარგად იციან, თუ რამხელა გამძლეობა და მონდომება მართებთ საიმისოდ, რომ საჩემპიონო დავაში თბილისის "დინამოს" კონკურენცია გაუწიონ.

საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ახალგაზრდული კრებული, რომელიც მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, მარცხის გემო რომ არ გაუსინჯავს.

"მერანს" კი, რა თქმა უნდა, ზედა ექვსეულში მოხვედრის შანსები არ დაუკარგავს და ამ მიზნის მიღწევას გუნდი ახლა უკვე ჟვანიას გარეშე, ახალ სამწვრთნელო შტაბთან ერთად შეეცდება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები:
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
დ. გოგა (დინამო (თბ) 6
ი. მოდებაძე (დილა) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 4
გ. კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) 4
ე. ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) 4
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

IX ტური
20 ოქტომბერი, კვირა
დინამო-ჩიხურა
მეტალურგი-მერანი
დილა-ზუგდიდი
სპარტაკი-გურია
ტორპედო-სიონი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მგონი ტორპედო ქართული ფეხბურთის ის ჩაუმქრალი ნაპერწკალია რომელმაც ჩამქრალი კოცონის ნაცარში გაღვივება დაიწყო და მალე მსოფლიოს ანთებულ ჩირაღდნად მოევლინება. თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო!!! მრავალჟამიერ ქართულ ფეხბურთს!!!
lelo
07 ოქტომბერი 2013 21:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული