[ექსკლუზივი] რატომ დატოვა გორის "დილა" გიორგი დევდარიანმა

AutoSharing Option
გიორგი დევდარიანი გორის "დილას" მთავარი მწვრთნელი აღარ არის!

"ყველა სიახლესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ეს ინფორმაცია გორელთა ექსთავკაცმა თავად დაადასტურა და შიდა ქართლიდან აბარგების მიზეზების გარდა, სხვა საინტერესო საკითხებზეც გველაპარაკა...

- რატომ აღარ ვმუშაობ გორის "დილაში"? კლუბის ხელმძღვანელობა ჩემმა მუშაობამ არ დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ.

- უფრო კონკრეტულად, რა იყო უკმაყოფილების მიზეზი?
- უმჯობესი იქნება, ეს მათ ჰკითხოთ... რამდენიმე თვის წინ, როცა კლუბში მივედი, მიზნად ევროპის ლიგაზე "ოლბორგთან" ღირსეული თამაში დაგვისახეს, რასაც წარმატებით გავართვით თავი დანიურ კლუბთანაც და "ჰაიდუკთანაც". მათნაირ
ძლიერ კლუბებს რომ მოუგონ, სხვებს 2-3 წელი სჭირდებათ; მით უმეტეს, ასეთი ბიუჯეტით.

ევროთასის მატჩების შემდეგ "დილა" წამყვანმა მოთამაშეებმა - ილურიძემ და გვალიამ დატოვეს, ტრავმა მიიღო დოლიძემ... როცა დოლიძე, ილურიძე და მოდებაძე თამაშობდნენ, მაშინაც მიმაჩნდა, რომ გუნდს თავდამსხმელები აკლდა, მაგრამ ფორვარდების დამატება ვერ მოვახერხეთ. ამ ყველაფრის ფონზე, ველოდი, რომ ჩემს გუნდს გარკვეული ჩავარდნა ექნებოდა.

ევროპის ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ ახალი გუნდის ჩამოყალიბება მოგვიწია. ევროპის ლიგაზე განსხვავებული სისტემით ვთამაშობდით, რადგან ყველა მეორე ნომრად მიგვიჩნევდა, ეროვნულ ჩემპიონატში კი ფავორიტები ვიყავით და პირველ ნომრად გვიწევდა თამაში. ამას ლიდერების წასვლაც დაემატა და...

ვიმეორებ - ჩემთვის ჩავარდნა მოულოდნელი არ ყოფილა, "დილას" ხელმძღვანელობას კი, ალბათ, სხვა გეგმები და მიზნები ჰქონდა...

- თქვენთვის ჩავარდნა არ ყოფილა მოულოდნელი... მაგრამ არც კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება?
- კლუბის ხელმძღვანელობის უკმაყოფილება სულ უფრო ხშირად მესმოდა და, როგორც ვთქვი, გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ წარუმატებლობის მიზეზი მხოლოდ მე ვარ და სხვა მწვრთნელის ხელში გუნდი უკეთ განვითარდება.

გაურკვევლობაში ყოფნა ძალიან ძნელია. როცა ფეხბურთელმა არ იცის, გაგრძელდება თუ არა დაფინანსება, დარჩება თუ არა კლუბში და ა.შ. მოტივაცია როგორ უნდა გამოძებნოს?

- "დილა" მუნიციპალური კლუბია, მაგრამ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა, თუნდაც საქართველოს პირველობაზე წარმატების მისაღწევად, საკმარისია?
- ნამდვილად არ არის საკმარისი სტაბილური გუნდის ჩამოსაყალიბებლად. ასეთი ბიუჯეტი მხოლოდ იმისთვის თუ იკმარებს, რომ შექმნა ახალგაზრდული, არასტაბილური გუნდი, რომელსაც მოკლე სათადარიგო სკამი და, შესაბამისად, გამონათებებისა და ჩავარდნების პერიოდები ექნება.

როცა "დილაში" მივედი, წინა წლის ხელფას-პრემიების გაცემის შემდეგ, ორმილიონიანი ბიუჯეტიდან მხოლოდ 800 ათასი ლარი იყო დარჩენილი. გეგულებათ მსოფლიოში ერთი კლუბი მაინც, რომლის წლიური ბიუჯეტიც 800 ათასი ლარია და ჩავარდნა არ აქვს?!

- როგორი ბიუჯეტიც უნდა გქონდეს, შემადგენლობას ერთი წლით მაინც თუ ვერ შეინარჩუნებ, რომელ შედეგზეა ლაპარაკი?!
- სანამ კლუბის ხელმძღვანელები ამას არ გაითავისებენ, მანამდე არაფერი გვეშველება... ის, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება, შემთხვევითი არ არის. უბედურება ის არის, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართულ ფეხბურთში მომუშავე ადამიანთა უმეტესობის მომავალი გაურკვეველია.

მწვრთნელი ან ხარ, ან არა! როცა ევროთასზე და საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ ექვსი მატჩი მოვიგეთ, "დილას" მწვრთნელის მუშაობით ყველა კმაყოფილი იყო. რა გამოდის - მწვრთნელი ექვსი მატჩის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა, შემდეგ კი უცებ "დაჩლუნგდა" და არაფერი სცოდნია?!

რატომ არავინ უფიქრდება, იქნებ იმ ექვსი მატჩის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ლიდერების წასვლა მართლა დიდი დანაკლისი იყო? ჰკითხეთ გია გეგუჩაძეს, მას შემდეგ, რაც "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, "დინამოს" ფეხბურთელებს საქართველოს ჩემპიონატში ძველებური მოტივაცია ჰქონდათ თუ გუნდი ემოციისგან იყო დაცლილი და ჩავარდნა ჰქონდა?

შეიძლება, ძველებურად თამაში მოსთხოვო ფეხბურთელს, რომელმაც არ იცის, რა ელის ორი თვის შემდეგ?! თუ ეს ყოველივე არ აინტერესებთ, აბა, რა აინტერესებთ?!

- რას უკავშირდება  გიორგი დევდარიანის უახლოესი გეგმები? რეალური შეთავაზებები თუ გაქვთ?
- ჯერჯერობით არაფერი. დეკემბრის ბოლომდე ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად ვრჩები, მერე კი, ალბათ, "პრო-ლიცენზიას" ავიღებ და... ვნახოთ.

სიმართლე გითხრათ, სულ ვცდილობ, გია გეგუჩაძეს მივბაძო, რომელიც ჩინებულ მაგალითად გამოდგება ჩემთვის და ბევრი ჩემი კოლეგისთვის.

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ უმუშევრობას ამჯობინებს ისეთ გუნდში მისვლას, სადაც მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, გაურკვეველია მომავალი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ესაუბრა რატი შელეგია
გაზეთი "ყველა სიახლე"
მკითხველის კომენტარები / 13 /
დევდარიანი კარგი მწვრტნელია, მაგრამ სამწუხაროდ სადაც ოდნავი წინააღმდეგობა შეხვდა, ყველგან გუნდი დატოვა .
Tengo
17 ოქტომბერი 2013 16:09
0
აბსოლიტურად სწორია ეს ადამიანი რა შუაშია მწვრთნელები ტვიტონ საქართველოში ფეხბურთის მიმართ მიდგომაა არასწორი და საწრაპოდ ფედერაცია უნდა გაიწმინდოს უვარგისი ადამიანებისგან როდის გაიგებს ამას ხალხი
NINA
17 ოქტომბერი 2013 12:17
0
დევდარიანზე აუგის თქმა სისულელეა, მის პროფესიონალიზმში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. გუნდის ამხელა მიღწევების შემდეგ ეროვნულში წარუმატებლად გამოსვლა ცოტა ეჭვსაც ბადებს, მარა არა დევდარიანის მიმართ არამედ დილას ხემძგვანელობის მიმართ. რატო არავინ ინტერესდება რეალურად რა ხდება დილაში, რატო გაუშვეს დევდარიანი, რატო დაშალეს ფან კლუბი, რატო აგებენ პირად ამბიციებზე გუნდს? ხოარ ავიწყდებათ გუნდი მათი საკუთრება კიარა მუნიციპალიტეტისაა და ხალხს ეკუთვნის. ასე რომ ჯობია წავიდნენ ეს არაპროფესიონალი ხელმძგვანელობა, უარი თქვას დილაზე, დევდარიანი კი აუცილებლად უნდა დაბრუნდეს გორში
Zura
17 ოქტომბერი 2013 11:47
0
ცქიფოს მაგრა ვგულშემატკივრობ , ასევე გია გეგუჩაძეს, ქეცბაიას და ყველა ახაგაზრდა მწვრთნელს. სამწუხაროდ დღეს არამარტო ფეხბურთში, ყველა სფეროში არის ასეთი მიდგომა, მინიმალური დანახარჯებით უნდათ მაქს მოგების მიღება. მე თვითონ ამ სფეროს სპეციალისტი ვარ და ეგეთი მიდგომას მოგება და არა შედეგი მოაქვს , ისიც მოკლევადიან პერიოდში. რო გაჰკივის ეს ხალხი ნაკრებს შEდეგი არ აქვს სომხები და აზერები გვისწრებენო, ეგ არც ქეცბაიას ბრალია და არც ფეხბურთელების. დღEს ფული თუ არ დაიხარჯა ხვალ არც ფეხბურთელი გვეყოლება, არც მწვრთნელი, არც მასწავლებელი, არც ექიმი და ა.შ. ფული თუ არ დახარჯე ხარისხიან პროდუქტს ვერ შექმნი , ასევე ამქვეყნად უფასო არაფერი არ არსებობს,ვინც ამას გაიგებს მოგებაც ექნება და საქმესაც გააკეთEბს
david
17 ოქტომბერი 2013 10:47
0
ეგებ ვინმეს გაუგიოა ან მოუსმენია დევდარიანისა და გეგუჩაძისაგან უსაფუძვლო , ამბიციური გამონათქვამები?...ეს ხალხი ფეხბურთით ცხოვრობს და დღითიდღე იმაღლებს კვალიფიკაციას და ცოდნის დონეს...ამათ პატიოსნებაში ეჭვის შეტანაც მკრეხელობაა... და ამ დროს გეგუჩაძე ხომ დიდი ხანია უმუშევარია და დევდარიანიც პირდაპირ ვთქვათ, მოხსნეს...აი ამ ხალხის ხელშია ქართული ფეხბურთი!...უვიცი ქეცბაია კი ნაკრების მწვრთნელია?!
murtalo
16 ოქტომბერი 2013 23:44
0
ამ ინტერვიუდან კარგადა ჩანს თუ რა უვიცების ხელში გადავიდა ფეხბურთი. ეს ხალხი თავის თავს ბიზნესმენს უწოდებენ და არ იციან არც კარგი მწვრთნელის და არც კარგი ფეხბურთელების ფასი!
Tengo
16 ოქტომბერი 2013 22:55
0
გიორგი ძალიან კარგი მწვრთნელია და კარგი პიროვნება, მას ძალიან გაუჭირდება ასეთი ხალხთან მუშაობა,საქართველოში ფეხბურთი წვრილი ბიზნესია,ყველა ფულის კეთებაზეა გადასული.სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს ფედერაცია
Tamazi
16 ოქტომბერი 2013 22:52
0
vinc fexburthi icis, yvelam icoda rom dilas chavardna eqneboda, es logikuria, roca gundi uceb ikribeba da normalur sawvrtnel process(vgulisxmob mthlian cikls)ver gadis, samwuxaroa, visac fuli aqvs da debs gundshi, metiwili amis azrze ar aris,piradad me dzalian gamikvirda "dilas"asethi warmatebuli gamosvla evroturnirze, an ra fulebi devs qarthul gundebshi, sasaciloa, 4-5 milioni fuli hgoniath da shedegs ithxoven, regionebshic mkvdaria fexburthi, mezobeli qveynebis gundebis biudjeti ikithxeth da mere mixvdebith, ratom gaxda fexburthi saqarthveloshi machanchala. devdarians ki udidesi madloba uthxran, im resursith, ra warmatebasac miaghwia. ucxoethis qveynis prezidentebs badzaven aq chveni klubis xelmdzghvanelebi da azrze ar arian sinamdvileshi fexburthis
tamazi
16 ოქტომბერი 2013 22:47
0
გავიღადავე რა ყველაფერზე ავარდებით ხოლმე
gio
16 ოქტომბერი 2013 21:56
0
რას წერთ ნეტავ თუ იცით? 4 შვილი ყავს და არცერთს არ აქვს კავშირი ფეხბურთთან, უფროსი 2 სტუდენტია დანარჩენი ორი სკოლის მოსწავლე. ყველაფერი შეიძლება ითქვას მარა ამას ვერავინ იტტყვის დევდარიანზე, ძალიან სამართლიანია. პ.ს. ვიღაცას ძაან უნდა შავი პიარი გაუკეთოს ბატონ გიორგის, მაგრამ არ გამოგივათ, მტელი თბილისი იცნობს.
gulshematkivari
16 ოქტომბერი 2013 18:28
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული